ლობჟანიძე და რობინიო ერთ გუნდში?! ქართველი ახალ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
თურქული საიტი yenisafak.com-ი ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე არა "რიზესპორში", არამედ "ანკარაგიუჯიუში" გადავა.

ანკარულ კლუბს ვალების გამო ტრანსფერების აკრძალვა ელოდება და დედაქალაქელებს მოსწრება და ფეხბურთელების მალე გაფორმება სურთ. სწორედ ამ მიზნით "ანკარაგიუჯიუ" 5 ფეხბურთელის შეძენას აპირებს. მათ შორისაა საბა ლობჟანიძეც, რომელთანაც, გამოცემის მიხედვით, კლუბმა კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

საბას გარდა, წყაროს ცნობით, ანკარელებთან კონტრაქტს მსოფლიო ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი და შემდეგ ჩამქრალი ვარსკვლავი რობინიო გააფორმებს, რომელსაც "ისტანბულ ბასაკშეჰირში" თამაში არ უწევს. "ანკაგარიუჯიუს", შესაძლოა,
"ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი გიოკჰან ინლერიც შეუერთდეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თქვენი გამივირვებია გულშემატკივრებო. ინჯგიას კრილია სოვეტოვში გადასვლა გიხაროდათ, მიქელთაძეს როტორში ლამის პალმის რტოები დაუფინეთ, ვინც კი რუსეთში მიდის თურმე პროგრესი ყოფილა და რაღა ამის თურქეთმა დაგწყვიტათ გული ?
ისე საბა მართლა რა თურქეთი რის თურქეთი , უნდა წასულიყავი რომელიმე რუსულ გუნდში და გაგეხარებინა ერი ასეთი "პატრიოტული" ნაბიჯით .
პ.ს. არა ისე ძალიან ცუდად აქვს ჩვენს ერს ფსიქოლოგია რაა . ფულმა ერს სახე დააკარგვინა . ოღონდ ფული იშოვონ და არავინ დაეძებს არც ქვეყანას , არც პატრიოტობას, არც ისტორიას და არც საზღვარს.
მიხაელ
29 იანვარი 2020 18:36
14
ევროპიდან თურქეთში წამოსვლაზე,აღარაფერს ვიტყვი,მაგრამ რა გარანტია აქვს,რომ ვალებში ჩავარდნილი კლუბი ხელფასებს გადაუხდის და აქაც მოტყუებული არ აღმოჩნდება?უკვე რამდენს დაემართა ასე და ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ.საბაზე, ალბათ ხელი უნდა ჩავიქნიოთ.ღმერთმა ქნას შევცდე.მე თვითონვე გამიხარდება.
სოსო
29 იანვარი 2020 17:52
7
დასასვენებლად ხომ არ მიდიხარ,პა ხოდუ უნდა იცხოვრო.ბოლო ბოლო დანიას რა.
კახა ქ.
29 იანვარი 2020 17:50
0
ვფიქრობდი დამეწერა თუ რა გუნდს რომელსაც ვალების გამო ტრანსფერს რომ აუკრძალავენ იქ რატომ უნდა გინდოდეს გადასვლა თქვა და შემეშინდა მარტივი რაღაც ხო არ მეშლება თქო :D 2 უკიდურესობაა პირველიი ფანტაზია ჟურნალისტების და მეორე ამაზე მეამიტი რაღა გინდა ვალებიან ბოლო ადგილოსდან კლუბში გადასვლა მემის იმ კლუბის აღზრდილი რო იყო და გაჭირვებისას უანგაროდ დაეხმარო მარა რომელი ანკარაგიუჯუა მეორე სახლი საბ? :D
ნოდო
29 იანვარი 2020 15:50
0
თურქულ კლუბებს გალათასარაის.ფენერბაჰჩეს და ბეშიქთაშს ასეულობით მილიონი დოლარის ვალი აქვთ დაგროვილი.ეს გამოიწვია იმან რომ ყიდულობდნენ ძვირიან ბებერ ფეხურთელებს რომელიც ამ კლუბებში ამთავრებდნენ კარიერას და ვეღარ ყიდიდენ ვერსად ან ძალიან მინიმალურ ფასად ყიდიდნენ.
კეკე
29 იანვარი 2020 17:07
0
რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს ფეხბურთელის კარიერის განვითარება და შუაგული ევროპული ჩემპიონატიდან (სადაც სისტემატურად თამაშობ), მიუხედავად იმისა, რომ არც დანიის ჩემპიონატია ევროპაში მოწინავეთა შორის და არც რანდერსი ტოპკლუბი, თურქეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდში (თუ ეს სიმართლეა და ნახევარ საათში კიდევ რამე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდა), რომ გადადიხარ ძნელად ჩაითვლება წინ გადადგმულ ნაბიჯად. გასაგებია, რომ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და მომავალზეც (ფინანსებზეც) უნდა იფიქრო, მაგრამ არ არის იმის საშუალება, რომ რაღაც ოქროს შუალედი გამოიძებნოს და ფინანსებთან ერთად სპორტული მიღწევები და პრესტიჟულ ჩემპიონატში თამაშიც მოხერხდეს? ალბათ, ევროპის ტოპჩემპიონატში თუნდაც საშუალო სიძლიერის კლუბში მოხვედრა დანიიდან უფრო ადვილია ვიდრე თურქეთის ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდიდან! საბა წარმატებები!!!
????
29 იანვარი 2020 15:07
0
რაის ანკარაგიუჯუ? გადირიე ??!! ეს რა სამარცხვინო ვითარებაა??!!!
aburjga
29 იანვარი 2020 15:05
3
გიოჯუს მაოჯუ არ ჯობდა ლობჯან? ვაი ჩემი ცოდვა.
civi
29 იანვარი 2020 14:54
0
რატომ წერთ თურქეთში თამაში ცუდიაო, აი გადავიდა შენგელია და სულ ყურადღების ცენტრშია, მსფოლიო კლუბები აკვირდებიან. მარა ყირგიზეთი მაინც ჯობია, იქ ხიზილალა უფრო იაფია
გადასარევი გიორგი
29 იანვარი 2020 14:11
6
თითქოს სპეციალურად გვიბანძებენ ფეხბურთელებს რომ გაზაფხულზე ჩავისვაროთ,ერთი ეს ბიჭი თამაშობდა რეგულარულად და ამასაც ჩაალპობენ ახლა
ბათუმის ფანი
29 იანვარი 2020 13:45
5
კომენტარებს ნუ შლით სირცხვილიაა
Gim
29 იანვარი 2020 13:30
0
რატომ არის სირცხვილი? ამ საიტზე ცენზურაა: რასაც ჩათვლიან საჭიროდ, გამოაქვეყნებენ, რასაც არა -- დაბლოკავენ. რა არის აქ გაუგებარი?!
N
30 იანვარი 2020 12:07
1

სიახლეები პოპულარული