ანანიძე "ანორთოსისის" განაცხადშია და შეიძლება თასზე ითამაშოს

AutoSharing Option
გუშინ "ანორთოსისის" პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ მათ გუნდში ახლახან გადასული ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ოლიმპიაკოსთან" კვიპროსის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში, დიდი ალბათობით, მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჯანო განაცხადში შეიყვანა და შეიძლება შეცვლაზე შეუშვას.

ძირითად შემადგენლობაში არიან ბუბა დაუშვილი და ნიკა კაჭარავა. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი. განაცხადშიც კი არ არის მეკარე გიორგი ლორია, რადგან ქეცბაია თასზე სათადარიგო გოლკიპერს, გიორგიოს პაპადოპულოსს ათამაშებს.

ამ გუნდების პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა
კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჯანო
0

სიახლეები პოპულარული