ტორუპი: ჩაკვეტაძეს ვესაუბრე - შეუძლებელი შეუძლია გააკეთოს

AutoSharing Option
ხვალ, პირველ თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "გენტი" სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება. გასვლითი მატჩის წინ გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა, რომელიც გასულ შაბათს "გენკთან" შეხვედრისას სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

"ვკითხე, იმედგაცრუებულია თუ არა იმის გამო, რომ არ ვათამაშე. ახლა მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი იწყება. გასაგებია, რეაბილიტაცია რთულია, მაგრამ მან გუნდში უნდა იბრძოლოს. თავად ამბობს, რომ სათამაშოდ 90%-თაა მზად.

ვარჯიშებზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ შეუძლებელი შეუძლია გააკეთოს. ძველ ფორმას მალე დაიბრუნებს. მე ყოველთვის მჯეროდა ეს. მატჩიდან მატჩამდე დავაკვირდებით".

altგიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის"

დუბლებში ითამაშა

altnieuwsblad: ტორუპის ფუფუნების პრობლემა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია

alt"გენტის" გამარჯვება, ქვილითაიას საგოლე პასი - ქართველი ლეგიონერები მძიმე სიტუაციაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ ჩქარობთ მეგობრებო. ეგ ბიჭი ექიმების დაკვირვების ქვეშაა იქ და არც არავინ არ გადაიხდის 20-25 მილიონს ისე, თუ ბიჭი 100 პროცენტით ჯანმრთელი არ იქნა, ამიტომ არ ჩქარობენ, ნელ-ნელა აჩვევენ ნაგრუსკებს და ძალიანაც კარგი. მთავარია გიომ 100 პროცენტით აღიდგინოს პირველ რიგში ჯანმრთელობა, რომ ტრამვის გამიზეზების შიში გაუქრეს საერთოდ. აი, როცა ამ კონდიციას მიაღწევს, მას ვეღარაფერი შეაჩერებს. ვინც იჩქარა, ისევ საოპერაციო გახდა, ასე რომ იგი გუნდისთვის, როგორც ჩვენთვის, ოქროს ჭუჭულია და უფრთხილდებიან. ასე რომ მე მგონი სანაკრებოდ გიო მზად იქნება, მანამდე 2 თვეა. მას მხოლოდ 2-3 სრული მატჩი ეყოფა და ამასაც მოვესწრებით. მოჩქარეს მოუგვიანდაო, ნათქვამია. ისინი პროფესიონალები არიან და ნამდვილად იციან თავისი საქმე. მე უბრალოდ ეჭვი და შიში მიღრღნის გულს, ხომ არის ჯანმრთელად და ტრამვა ხომ არ გაუმიზეზდა, ფუი ეშმაკს. დანარჩენს არ ვჯავრობ, რადგან თუ თრამვამ ხელი არ შეუშალა და უპრობლემოდ მოირჩინა, მარტშიც რომ მიეცეს სრულყოფილი დრო 2-3 მატჩში, სანაკრებოდ მზად იქნება.ჯანმრთელობას და წარმატებები გიოს
vaso
15:44 01-02-2020
1
მე პირიქით, კარგად მენიშნა რასაც მწვრთნელი ამბობს. ვარჯიშზე შეუძლებელის გაკეთება შეუძლიაო, მაგრამ არა თამაშისასო. არ უარყოფს მის გამორჩეულ საფეხბურთო ტალანტს მაგრამ უნდა რომ თამაშში გამოაჩინოს ის და ამას მოითხოვს გიორგისგან. არა, არაფერს დაუშავებენ განგებ. ესენი ფინანსურ მოგებაზე ორიენტერებული არიან (როგრც ეს არ დაუმალავთ ლობჟანიძის შემთხვევაში) და არა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ასე რომ ჩაკვე მოუმატე და მიაწექი ბოლომდე! შენი ბედი შენს ხელშია და ჩვენი ნაკრებისაც, ისევე როგორც ჩვენი სხვა ფეხბურთელების ხელში.
გიორგი
14:40 01-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული