ქვილითაიამ და ჩაკვეტაძემ "გენტის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "გენტმა" გასვლაზე "მეხელენი" 3:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებული დეპუატრეს ნაცვლად დააყენა და მისი აქტიურობის შედეგად დავიდმა გოლი გაიტანა (პრინციპში, შეიძლებოდა საგოლე გადაცემადაც ჩაეთვალათ), ყვითელი ბარათიც მიიღო და 76-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა. ჩაკვეტაძემ მესამე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

"გენტმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 45 ქულით მეორე ადგილზეა და 7 თებერვალს "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.

მეხელენი. "AFAS-სტადიონი"
მეხელენი - გენტი 0:3
გოლები: 0:1 ბეზუსი (1), 0:2 დავიდი (50), 0:3 ნიანგბო (90+5)

altnieuwsblad: ტორუპის ფუფუნების
პრობლემა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაკვეს საუკეთესო მატჩი არ ყოფილა მაგრამ , ცუდად არ შემოსულა , მესამე გოლზე თავის ნახევარზე ბურთი მოპარა მეტოქეს, წამოიღო იმათ საჯარიმომდე, პასი გააკეთა გრძელი მშვენიერი მერე ისევ მიიღო და საგოლე კონბინაცია წამოიწყო და გოლიც გაიტანეს . წარმატებები ჩაკვე წინა მატჩებს ჯობდა , დრო გჭირდება და მოიხოდები
ლაშა
01:37 02-02-2020
1
ქვილითაიას საგოლე პასი ნაკლებად ქვია. პასი არ გაუკეთებია როგორც ასეთი. ასხლეტილი ბურთი იყო. პარტნიორს მიუვიდა იმან შეაგორა კარში
ჯერი ღრუტუნაშვილი
02:30 02-02-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული