პირველ თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "გენტმა" გასვლაზე "მეხელენი" 3:0 დაამარცხა.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებული დეპუატრეს ნაცვლად დააყენა და მისი აქტიურობის შედეგად დავიდმა გოლი გაიტანა (პრინციპში, შეიძლებოდა საგოლე გადაცემადაც ჩაეთვალათ), ყვითელი ბარათიც მიიღო და 76-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა. ჩაკვეტაძემ მესამე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
"გენტმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 45 ქულით მეორე ადგილზეა და 7 თებერვალს "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.
მეხელენი. "AFAS-სტადიონი"
მეხელენი - გენტი 0:3
გოლები: 0:1 ბეზუსი (1), 0:2 დავიდი (50), 0:3 ნიანგბო (90+5)
nieuwsblad: ტორუპის ფუფუნების პრობლემა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია