ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძე თამაშში კარგად ჩაერთო

AutoSharing Option
"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა "მეხელენთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ კლუბის ვებ გვერდთან კომენტარი გააკეთა და ქართველ ნახევარმცველ, გიორგი ჩაკვეტაძესაც ორი სიტყვით შეეხო.

"მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ჩვენმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა.

ჩვენ თავდაჯერებულები ვთამაშობთ და საკუთარი ფეხბურთიდან სიამოვნებას ვიღებთ. არა მხოლოდ ძირითადი 11-ეული, არამედ მატჩის ბედზე გავლენას შეცვალზე შემოსული ფეხბურთელებიც ახდენენ. ნიაგბომ ისევ გოლი გაიტანა, "ჩაკვე" ძალიან კარგად შემოვიდა. "მეხელენთან" მატჩში ვაჩვენეთ, რომ ერთი გუნდი ვართ და წარმატებაში საკუთარი წვლილი ყველას შეაქვს,"- აღნიშნა ტორუპმა.

მომზადებულია voetbalnieuws.be-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ