ლევან შენგელიას თურქები აქებენ: მეტოქე გუნდი აიკლო, ძალიან კარგი პასი აქვს

AutoSharing Option
"ქონიასპორის" ქართველ ნახევარმცველ ლევან შენგელიას შესახებ მოკლე სტატიას თურქული საიტი yenihaberden.com-ი აქვეყნებს და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის შესახებ საუბრობს.

"ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ, რომელსაც "ანტალიასპორის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო 11-ეულში ყოფნის შანსი 2 კვირის შემდეგ ისევ მიეცა, ყურადღება საკუთარი დადებითი მოქმედებით მიიპყრო. 24 წლის გარემარბმა მეტოქეები აიკლო. განსაკუთრებით კარგი მისი გადაცემები იყო.

შენგელია, რომელმაც შესანიშნავი პასი გაუკეთა გუნდის ახალწვეულ რობერტ მაკს, დიდი ალბათობით, გამოცდილი მწვრთნელის თვალთახედვის არეში იქნება და მომავალ კვირებში უფრო მეტ შანსსაც მიიღებს", - წერს საიტი.

ლევან შენგელიამ
"ქონიასპორში" გადაბარგების შემდეგ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
არსად არ მეგულება უფრო უკეთესი ფეხბურტელი, მესის მერე რა თქმა უნდა, ვისაც შეუძლია ათიდან ათჯერვე დაკრას ფეხი ბურთს და არ ააცილოს. აი ესეთი მაგრები ვართ ქართველები, გარეთ თვარა სახლში? სახლში არაფრად არ უქნივართ გამჩენს...
თურქები ასე ყვირიან თურმე; შენგე! შენგე!!! რაც თურქულად მსხმოიარეს, ანუ დახუნძლულს ნიშნავს... ხოლო, შენ გელ! კი ტყავ გაძრობილ ხეს, გათლილ ფიცარს და ხშირად ეშლებათო, მარა მაი აფერი, სამაგიეროდ ქე კაი ლაზათიანად ურტყამს აი კაცი ბაირამ დუდუკში...აპაა!
მიდი შენგე მიდი! დაიხიე თურქები ისტე რავარც მაგენი იხევენ ზოგიერთებს, მიდი შენგეეეეეეეე1!!!!!!!!!!!!!!
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
16:31 03-02-2020
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული