ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელიას თურქები აქებენ: მეტოქე გუნდი აიკლო, ძალიან კარგი პასი აქვს

AutoSharing Option
"ქონიასპორის" ქართველ ნახევარმცველ ლევან შენგელიას შესახებ მოკლე სტატიას თურქული საიტი yenihaberden.com-ი აქვეყნებს და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის შესახებ საუბრობს.

"ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ, რომელსაც "ანტალიასპორის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო 11-ეულში ყოფნის შანსი 2 კვირის შემდეგ ისევ მიეცა, ყურადღება საკუთარი დადებითი მოქმედებით მიიპყრო. 24 წლის გარემარბმა მეტოქეები აიკლო. განსაკუთრებით კარგი მისი გადაცემები იყო.

შენგელია, რომელმაც შესანიშნავი პასი გაუკეთა გუნდის ახალწვეულ რობერტ მაკს, დიდი ალბათობით, გამოცდილი მწვრთნელის თვალთახედვის არეში იქნება და მომავალ კვირებში უფრო მეტ შანსსაც მიიღებს", - წერს საიტი.

ლევან შენგელიამ
"ქონიასპორში" გადაბარგების შემდეგ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.