გიორგი ჩაკვეტაძემ 2020 წელს პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიური "გენტის" ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ 2020 წელს პირველი გოლი გაიტანა და თავი კლუბის ახალგაზრდული გუნდის შეხვედრაში გამოიჩინა.

"გენკის" ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "ჩაკვემ" მოედანზე 75 წუთი გაატარა და ანგარიში კარგი დრიბლინგის შედეგად გახსნა.

იმედია, გიორგი ძირითადი კლუბის მაისურითაც მალე გაიტანს გოლს. "გენტი" მომდევნო შეხვედრაში "ანდერლეხტს" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მიხარია გიოს გოლი.მართალია მცველებმა ფაქტობრივად თავისუფლად გაატარეს და გოლი მათი ამ შეცდომის შედეგი უფრო იყო,მაგრამ თვითონაც სწორად გათვალა ტრაექტორია,კარგადაც დაარტყა და საერთოდაც ეს გოლი,თავდაჯერებულობას გაუორმაგებს.ეს ყველაზე მეტად აკლია ახლა.
სოსო
15:39 04-02-2020
5
იმიტომ კიარ ათამაშებენ დუბლებში რომ დაქვეითეს არაა!! პირიქით ის უნდათ რომ სათამაშო პრაქტიკა ქონდეს და მალე ფორმაში ჩადგეს ამიტომ დამატეს ახალგაზრდულის თამაშებზე!!
გიორგი
20:23 04-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული