ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს და ანანიძის "ანორთოსისიდან" სწრაფ წასვლას ვარაუდობს

AutoSharing Option
27 წლის ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს, რამდენიმე საინტერესო საკითხზე თავისი აზრი ჟურნალისტებს გაუზიარა.

- გქონდათ ჯანოსთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც "სპარტაკიდან" "ანორთოსისში" გადავიდა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ვმეგობრობთ. თუმცა, გამოდის, რომ ჯანო კვიპროსში კი არა, საქართველოში წავიდა. იქ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მუშაობს და 4 ქართველი ჰყავთ გუნდში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯანო თბილად, ქართულად მიიღეს. არ მგონია, რომ ჯანო დიდი ხანი გაჩერდეს "ანორთოსისში", ჩადგება კარგ ფორმაში და უკეთეს კლუბს ევროპაში მოძებნის.


-
რა არის "ლოკომოტივის" მიზანი?
- "ზენიტთან" დაწევა ძალიან რთული იქნება, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა "ლოკომოტივის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.

ასევე დაგაინტერესებთ