"ანორთოსისს" 3 პენალტი არ დაუდეს, ბოლოს კი ლორიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, რომელსაც 7 022 მაყურებელი დაესწრო, "ანორთოსისი" გასვლაზე "აპოელს" დაუზავდა - 0:0.

ფამაგუსტური გუნდის კარს საიმედოდ იცავდა გიორგი ლორია. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არ შეიყვანა. ვინაიდან ეს გადადებული შეხვედრა იყო, ჯანო ანანიძეს მასში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა სამჯერ არ დანიშნა "აპოელის" კარში პენალტი. ბოლოს მასპინძლებმა შეუტიეს და ლორიამ 95-ე წუთზე თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო მორიგი იერიშისას მისი
კარი უკვე ძელმა იხსნა.

"ანორთისისი" 40 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ომონიას" 2 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან "აპოელს" - 5 ქულით და 8 თებერვალს "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

ნამატჩევს ქეცბაიას არაობიექტურ მსაჯობაზე არაფერი უთქვამს, განაცხადა, რომ ქულაზე მეტს იმსახურებდნენ და შეგირდები შეაქო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
სად უყურბთ ხოლმე ანორთოსისის თამაშს გვითხარით?
kika
07 თებერვალი 2020 12:52
0
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ანორტოსისს ყველა ფეხბურთელი რომ გაეშვა და გუნდი ხელახლა დაეკომპლექტებინა.მაშინ ამ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება,არავის ექნებოდა.ესე იგი ანორტოსისს წაგება ჩაეთვლებოდა გამოუცხადებლობის გამო?მაგ კანონის ლოგიკით ასე გამოდის.
სოსო
06 თებერვალი 2020 12:02
4
სამი სადავო მომენტიდან,მეორე შემთხვევაში მაინც,ხელით თამაში უდავო იყო,მსაჯიც სამ მეტრში იდგა და ეს რომ დარღვევად არ შეაფასა,შეცდომად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავუთვლი.ეს შეგნებული საქციელი იყო.ანორტოსისს არ გაამარჯვებინებდა.ალბათ არც მას უყვარს ქართველები,ან ანორტოსისი.
სოსო
06 თებერვალი 2020 11:39
1
კი აბა რა. მასონები გვებრძვიან.
Odala
06 თებერვალი 2020 12:00
13
Am umadur xalxs namusi sul daukargabs kidev rames txovt am kacs
giorgi
06 თებერვალი 2020 11:12
1
ნაკრები თუ კაჭარავას იმედზეა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ქეცბა მას ტყუილა არ დასვამდა სკამზე,უნდა მოუმატოს და სტაბილური გახდესო თქვა, საჩემპიონო გუნდს წვრთნის და კაჭარავას როდის გაუვარდება მაგის იმედად ვერ იქნება,ეს თქვა ოღონდ დიპლომატიურად. აი ლორიას დაუშვილის კარგი ფორმა მახარწბს პლუს ჯანოც ათამაშდება..
გოგა
06 თებერვალი 2020 10:07
0
თავდამსხმელის მოვალეობაა გოლები გაიტანოს და არა პასები და მატავი.არ ეშლება ქეცბაიას ვინ როგორ ფორმაშია.სამწუხაროდ თავდამსხმელი არაგვყავს
თემური
06 თებერვალი 2020 09:24
0
კაჭარავას რა უნდა ნაკრებში ხალხო!!! რას ამბობთ?!
რომანი
06 თებერვალი 2020 08:36
1
ვფიქრობ უფრო სუსტ მეტოქესთან ათამაშებს შემდეგ მატჩში თან გოლს მარტივად გაიტანს ეს ისევ მას თავდაჯერებულობას შემატებს ამით კი უფრო მოუმატებს და ფორმაში იქნება მარტისთვის.. ნანახი მაქვს))))
ჩორნა
06 თებერვალი 2020 02:32
0
ისე ბატონი თემური თუ მარტის თამაშებისთვის ამზადებს ბიჭებს, რომ კარგად ითამაშონ ნაკრებში, კაჭარავა რატომ ზის სკამზე?
სხვა რაკურსი
06 თებერვალი 2020 00:38
60
კაჭარავას ნაკრებში რა უნდა
ბესო
06 თებერვალი 2020 10:24
0
კაცი გალანძღეს და ისე გაუშვეს ნაკრებიდან და ეხლა რა სინდისით სთხოვთ ნაკრებისთვის
ბიჭების მომზადებას?
ჯეკო
06 თებერვალი 2020 05:45
6
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული