ლუკა ზარანდია, სავარაუდოდ, "ზულტე-ვარეგემს" დატოვებს

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ ბოლოს "ზულტე-ვარეგემში" 22 იანვარს, "ბრიუგესთან" ითამაშა - 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მას შემდეგ კი 3 მატჩში განაცხადში არ ყოფილა.

voetbalprimeur.be-ს ცნობით, გუნდი ორ ფეხბურთელთან, ზარანდიასთან და თავდამსხმელ დიმიტრი ობერლინთან აპირებს კონტრაქტის გაწყვეტას. ამ უკანასკნელს სპლიტის "ჰაიდუკი" იწვევს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიას კლუბთან კონტრაქტი 2.5 წლის შემდეგ უმთავრდება, გუნდის დატოვების უფლება მისცეს.

ლუკა "ზულტე-ვარეგემში" გასული წლის ზაფხულში პოლონური "არკადან" გადავიდა, სადაც წამყვანი ფეხბურთელი იყო, ხოლო ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩამოდი ლუკა საქართველოში რომელიმე ევროტურნირებზე მონაწილე გუნდში ითამაშე ერთი წელი და აუცილებლად გაიზრდება შენზე მოთხოვნა თან ჩვენი ლიგის დონეც აიწევს თან შენც უკეთეს კლობში გადახვალ და ნაკრებში მოხვედროს შანსიც გაგეზრდება. ხომ გინდა ევროპის ჩემპიონატზე იტამაშო
იაგო
08 თებერვალი 2020 10:38
1
ეს ხომ აშკარად მენტალური ამბავია, უნიჭიერესი კაცია, მარა ზუსტად ეს ნიჭი აგიჟებთ მგონი ამათ და ყველას თავი მესი ჰგონია და ეტყობა ამიტომაა, რომ მერე გუნდებში სკამზე სვავენ. რა ხდება ხალხნო , ან არაბიძე, ან ეს, ან ჭანტურია და ოქრიაშვილი, რატომ ვერ ხვდებით რომ რაღაც შესაცვლელია მენტალობაში. იშრომეთ რა წყნარად ამ ამბიციების გარეშე და რომ მივა დრო ისედაც შეგამჩნევენ და გადახვალთ კარგ კლუბში. ამ ლოდერობას ნუ შესწირავთ ყველაფერს, ერთ გუნდში 11 ლიდერი როგორ იქნება თქვე კაი ხალხო, დათმეთ ყველამ ცოტა და თავმდავალიბლიდერები იყავით, ვაჰ. აგეე კიტეიშვილი, ჩუმად სსრომობს კაცი, შავ საქმესაც აკეთებს და ავსტრიის ჩემპიონატის მგონი საუკეთესო ფეხბურთელია. ჯერ საქ. ჩემპიონატში რამდენი ხანი იყო. რა გინდათ ამ ჭ კლასის გუნდებში პალაჟენიების დაყენება, იყავით რა ფეხბურთელები თუ ხართ და ითამაშეთ ეს ფწხბურთი, რა დაგემართათ, რა!
გადასარევი გიორგი
08 თებერვალი 2020 02:10
1
ამანაც ვერ აიწყო კარიერა... არაპროფესიონალიზმს თუ რას უნდა დავაბრალოთ ვერ გავიგე... სამწუხაროა.. იმედია ესეც ჭანტურიას მიბაძავს და საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდება.. მგონი ჯობია ევროთასების მინიმუმ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშების ჩატარება საკუთარი ქვეყნის გუნდის სახელით, ვიდრე მაჩანჩალა გუნდებში სკამზე ჯდომა
ზუზუ
07 თებერვალი 2020 18:13
5
თქვენ გამაგიჟებთ უცებ რო გამოვარდებით ბრძნული აზრით საკუთარი ქვეყნის სახელითო რო იძახი მაგდენი ხო უნდა იფიქრო რო ფინანსურ მხარეს ვერ აკმაყოფილებენ თორე დარწმუნებული ვარ თვითონ ზარანდიასაც ურჩევნია ევროთასებზე ქართულ გუნდს დაეხმაროს ვიდრე ევროპის მაჩანჩალა გუნდს :)))
არა
07 თებერვალი 2020 21:16
6

სიახლეები პოპულარული