ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდია, სავარაუდოდ, "ზულტე-ვარეგემს" დატოვებს

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ ბოლოს "ზულტე-ვარეგემში" 22 იანვარს, "ბრიუგესთან" ითამაშა - 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მას შემდეგ კი 3 მატჩში განაცხადში არ ყოფილა.

voetbalprimeur.be-ს ცნობით, გუნდი ორ ფეხბურთელთან, ზარანდიასთან და თავდამსხმელ დიმიტრი ობერლინთან აპირებს კონტრაქტის გაწყვეტას. ამ უკანასკნელს სპლიტის "ჰაიდუკი" იწვევს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიას კლუბთან კონტრაქტი 2.5 წლის შემდეგ უმთავრდება, გუნდის დატოვების უფლება მისცეს.

ლუკა "ზულტე-ვარეგემში" გასული წლის ზაფხულში პოლონური "არკადან" გადავიდა, სადაც წამყვანი ფეხბურთელი იყო, ხოლო ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.