"გენტმა" სახლში ქულები დაკარგა - ქვილითაია და ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდნენ

AutoSharing Option
7 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 25-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტს" დაუზავდა - 1:1.

გიორგი ქვილითაია 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 82-ეზე.

ქვილითაია აქტიური იყო, ჯერ მისი პასი ნიანგბომ ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში მეკარემ არ დაანება გოლის გატანა.

"გენტი" 49 ქულით მეორე ადგილზეა და 14 თებერვალს სტუმრად "ეუპენს" შეხვდება, 21 თებერვალს კი ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

გენტი. "გელამკო-არენა". 19 144 მაყურებელი
გენტი - ანდერლეხტი 1:1
გოლები: 0:1 კოლასინი (16), 1:1 დავიდი (28, პენ)
მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ არიცით ვინაა, იქნებ დააცადოთ და მარტში გაგეცნობათ ვინაა
მერაბი
22:33 09-02-2020
0
ძალიანაც კარგი რომ შეწყვიტა მოგებების სერია. წაგებაც არ აწყენდა. იქნებ ამის შემდეგ მაინც გადაიხედოს შემადგენლობა და მეტი ნდობა გამოუცხადონ ჩვენებს და უპირველესად ჩაკვეს.
ანესთეზეოლოგი
18:37 08-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული