"გენტმა" სახლში ქულები დაკარგა - ქვილითაია და ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდნენ

AutoSharing Option
7 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 25-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტს" დაუზავდა - 1:1.

გიორგი ქვილითაია 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 82-ეზე.

ქვილითაია აქტიური იყო, ჯერ მისი პასი ნიანგბომ ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში მეკარემ არ დაანება გოლის გატანა.

"გენტი" 49 ქულით მეორე ადგილზეა და 14 თებერვალს სტუმრად "ეუპენს" შეხვდება, 21 თებერვალს კი ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

გენტი. "გელამკო-არენა". 19 144 მაყურებელი
გენტი - ანდერლეხტი 1:1
გოლები: 0:1 კოლასინი (16), 1:1 დავიდი (28, პენ)
მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ საცოდავ ვაი გულშემატკივრებს ის ავიწყდებათ, როგორ მოიპოვა საქართველომ ერთა ლიგაში საკუთარ მოედანზე ბელარუსთან თამაშის უფლება და როლი ითამაშა ამაში ჩაკვეტაძემ და ახლა ნაოპერაციებ ჩაკვეტაძეს დაქილიკობენ, როგორც დაჭრილ არწივს ყორნები. ვაი თქვენ პატრონს უბედურ; თქვენ თავს მიხედეთ, გიორგი კი როგორმე მოუვლის თავის თავს და ქვეყანასაც და ფეხბურთსაც სასახელოდ გამოადგება
irakli
12:20 08-02-2020
4
ვის ათამაშებს ნახეთ და ჩვენებს კიდე გადაეკიდა მეზიზღება ბოლო დონემდე გენტის მწვრთნელი ფუ შენი როგორ ვერ გიტან ... საიტის ადმინისტრაციას ვინაიდან აქ ყველა მამრობითი სქესის ვართ ტვინი ნუ წაიღეთ თქვენი ამ ვითომ ცენზურით ფეხბურთის საიტია თუ ბალეტის ბლად ვერანაირად ვერ გამოვხატავ ამ საიტზე ჩემ აზრს იმიტომ რომ კომენტარების უმეტესობას არ აქვეყნებთ არც ჩემსას არც სხვისას დაველოდები თუარ შეიცვლება მდგომარეობა ამ საიტზე აღარ შემოვალ !!!
Jeyjey
02:02 08-02-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული