წაგების შემდეგ ქეცბაია ჟურნალისტს განურისხდა: ჯიბიდან ხელი ამოიღე!

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" 1:2 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტს შეუტია.

"წელს ძალიან დიდი გზა გაიარეთ", - კითხვის დასმა დაიწყო ჟურნალისტმა, მაგრამ მას სიტყვა ქეცბაიამ შეაწყვეტინა და უპასუხა:"არა, ჩვენ გავიარეთ, ჩვენ გავდივართ! ჯიბიდან ხელი ამოიღე. მე ვზივარ და გისმენ, შენ კი ხელი ჯიბეში გაქვს ჩაყოფილი...".

ქეცბაიამ ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. კარგად ვერ ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. რამდენიმე შეხვედრა მიყოლებით ჩავატარეთ, ახლა ერთი კვირა გვაქვს დასასვენებლად. პირველ
ადგილზე ვართ და გვინდა ლიდერებად დავრჩეთ.

ამაზე შეჩერება არ მსურს. შეიძლებოდა მატჩი ფრედ დასრულებულიყო, შეიძლებოდა მოგვეგო კიდეც. ამ ფეხბურთელებით ვართ სატურნირო ცხრილის სათავეში. 2 კვირაში 6-7 მატჩი ჩავატარეთ. ჩემს გუნდს უნდა დავეხმარო. ეს ადვილი არ არის. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა დერბიში. ასეთი შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ თამაში ადვილი არ არის", - ციტირებს ქეცბიას 24sports.

"აპოელთან" წინა ტურში "ანორთოსისს" 3 პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ ამაზე ქეცბაიას არ დაუჩივლია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
Alex da SL, იქნებ შემეპასუხოთ კიდეც.
odala
18:59 09-02-2020
4
ბარემ ქეცბაია დაგვინიშნა ნაკრების მწვრთნელად? 5 კაცს ეგ ავარჯიშებს და ნაკრებიდან 6 დან ორ სამს მაინც იცნობს.ნაკრების ბირთვი რომ ანორთოსისში იქნება! ვაგლახ !
გოგა
16:51 09-02-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული