ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლეგიას" ფანები მწვრთნელს აკრიტიკებენ: რატომ ზის გვილია სკამზე?

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიამ" პოლონეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა "ლოძთან" ჩაატარა და ვაკო გვილიას დიდი დამსახურებით მოახერხა გამარჯვების მოპოვება (3:1), თუმცა დედალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფანების კრიტიკა თავიდან ვერ აიცილა.

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, იქამდე კი სათადარიგოთა სკამს ათბობდა. აღსანიშნავია, რომ ექსტრაკლასაში ჩატარებული 21 შეხვედრიდან მხოლოდ 11-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. ვაკომ ბოლო 10 ტურში პირველი წუთებიდან მატჩი მხოლოდ ორჯერ დაიწყო.

გვილიას კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ "ლეგიას" ფანებს და მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს კრიტიკას ალეკსანდრ ვუკოვიჩის (მთ. მწვრთნელი) მიმართ ვაკოს
ძირითადში არდაყენების გამო.

"როგორ შეიძლება გვილიას მსგავსი ფეხბურთელი გყავდეს და სათადარიგოთა სკამზე დატოვო?"- დაწერა "ლეგიას" "ფბ გვერდზე" ერთ-ერთმა ფანმა, რომლის კომენტარსაც ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა.

გვილიას ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მაშინაც აყენებდა, როცა ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. მარტის მოახლოებასთან ერთად იზრდება ჩვენი ფეხბურთელების სათამაშოს ფორმის მნიშვნელობაც და ფორმაში მყოფი ვაკო გვილია საქართველოს ეროვნულ გუნდს ძალიან დასჭირდება.