ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტის" მენეჯერი ამბობს, რომ ჩაკვეტაძე 25 მილიონზე მეტი ღირს

AutoSharing Option
"გენტის" გენერალურმა მენეჯერმა მიშელ ლუვეჟიმ თავისი გუნდის შესახებ sportmagazine-თან ისაუბრა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ფასი დაასახელა.

მისი თქმით, ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბელგიური კლუბები თავიანთი ფეხბურთელების რეკლამირებაში მოიკოჭლებენ, ამიტომ ძვირად ვერ ჰყიდიან, ფასებს არ უწევენ, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დავიდი 25 მილიონ ევროზე მეტად ფასობენ. მან განსაკუთრებით დავიდი აქო და თქვა, რომ ყოველი მატჩისას დაახლოებით 12 კილომეტრს დარბის და ასეთი მოთამაშე 30 წელია არ უნახავს.

20 წლის ჩაკვეტაძემ ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისმა თანატოლმა დავიდმა
კი 23 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ