ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება

AutoSharing Option
მძიმე ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა და ფორმაში შესვლას ცდილობს.

ჩვენებურს ბელგიური გუნდის მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი მცირე სათამაშო დროს აძლევს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Sportall.ge ჩაკვეტაძის აგენტ გოგა გახოკიძეს ესაუბრა.

"ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ბევრი გამოტოვა, მაგრამ ბევრს ვარჯიშობს და ნელ-ნელა ფორმაში შედის.

დარწმუნებული ვარ, ის უახლოეს მომავალში კვლავ "გენტის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდება.

მთავარია, გიო ჯანმრთელად იყოს და მწვრთნელ იეს ტორუპს მისი ძალიან ეიმედება.

მარტის ერთა ლიგის თამაშებამდე ჯერ კიდევ დროა
დარჩენილი და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ "ჩაკვე" კარგ ფორმაში იქნება და ჩვენს ნაკრებს დიდ წარმატებას მოუტანს.

ქვილითაიას და ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერი? ზამთარში "გენტს" ქვილითაიას გაშვება არ უნდოდა, რადგან გუნდი მეორე ადგილზეა და გიორგი ძალიან სჭირდებოდათ.

ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულში ჩაკვეტაძეც და ქვილითაიაც კარგ გუნდში გადავიყვანოთ", - ამბობს გახოკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ