დავითაშვილი ფატისთან და მარტინელისთან ერთად უეფას 50 ტალანტს შორის

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა წერილი გამოაქვეყნა 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელთაც 2020 წელს შეიძლება გაიბრწყინონ.

დასახელებულთა შორისაა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც uefa.com-მა ასე დაახასიათა:

"ნახევარმცველმა გიგანტური ნახტომი ადვილად განახორციელა საქართველოს ლიგიდან რუსეთის პრემიერლიგაში. ცნობილი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის შვილი უკვე პირველი ნაკრების წევრია".

50 საუკეთესოს შორის აგრეთვე ანსუ ფატი (ბარსელონა), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), რაფაელ ლეაო (მილანი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი) და სხვები მოხვდნენ.

altზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა [VIDEO]

altmatchtv:

ძალიან მალე ძალიან გაძვირდებიან - დავითაშვილი და კვარაცხელია

altსლუცკი: ზურიკო დავითაშვილი "ათიანის" პოზიციაზე შესანიშნავია

altრუსი ექსპერტი: დავითაშვილსა და კვარაცხელიას თამაშის ფართო ხედვა არ გააჩნიათ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული