ნეიმართან ვარჯიში, "პსჟ" და "იუვენტუსი" - ამის მიუხედავად ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკშია"...

AutoSharing Option
2018 წლის 19 თებერვალს Sportall.ge-მ იმედის მომცემ ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ და პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია.

აი, რა თქვა ქუთათელაძემ 2018 წელს ჩვენთან საუბარში:

"კონკრეტული მიზანი მაქვს - "პსჟ-ს" პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე
იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს".

საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუდან 2 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძეს არა პარიზსა და ტურინში, არამედ მოსკოვში ვხედავთ.

დიახ, დღეს ის "სპარტაკის" დუბლებში ასპარეზობს, თუმცა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდამდეც გრძელი გზა იყო გასავლელი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.


2019 წლის თებერვალში ჩვენებური უკვე კიევში გამოჩნდა და თავის დამკვიდრება "დინამოში" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა...


უკვე 3 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში, ქუთათელაძე  შემოწმებაზე მოსკოვის "სპარტაკში" იმყოფებოდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დუბლებშიც ჩაირიცხა.


ახლა ნიკოლოზი სწორედ "სპარტაკის" მე-2 კლუბში ირჯება და იმისთვის იბრძვის, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ. ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ "სპარტაკი" ქართველებისთვის ჯანო ანანიძის გამო მწარე მოგონებად, რომ დარჩა, ფაქტია.


ქუთათელაძე თავად ამბობდა, რომ რამდენიმეჯერ "პსჟ-ი" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც ნეიმარი ირჯება. საინტერესოა, როგორ "ახერხებენ" ქართველები ფეხბურთელები, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ-ში" ვარსკვლავების გვერდზე ვარჯიშობენ, შემდეგ კი "ურალი" და მოსკოვის "სპარტაკი" სანატრელი უხდებათ.

მოკლედ, ტენდენცია ძალიან ცუდია და იმედია, მას სწორედ ქუთათელაძე დაარღვევს, რადგან ეს სტატია გვინდა რომ მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმულის მიმცემი და მოტივატორი იყოს...

მკითხველის კომენტარები / 33 /
....სწორედ ამის თქმა უნდოდა სალუქვაძეს ასე აგრესიულად რომ მოახდით ბევრმა ეშინოდა სხვებსავით ჩაქვესაც რამე არ დაემართოსო ... მარა ჩაქვეს სხვა ბევრი ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით ჟინიანი ხასიათი ქონია ! მიდი ჩაქვე ,მაგარი ხარ!
ემზარ დუისბურგი
26 თებერვალი 2020 00:04
0
ფეხბურთელებს ესე უდიერად რომ იხსენიებ ამის უფლება ვინ მოგცა,ომის დროს საზღვარზე იდექი გასაქცევად შენ ლიდერებთან ერთად ბოკერია და მიშასთან,ნაც-ბოკერიობა როგო არ გიტყდება,ეს ბიჭები ვინც რუსეთში თამაშობენ ძალიან ბევრს აკეთებენ სამშობლოსთვის და წარმატებები მათ ყველას,შენ და შენ ლიდერებივით კი არ გარბიან,იფიქრე ამაზე და გააცნობიერე
გლახუნა-ს
22 თებერვალი 2020 23:32
21
რა შუაშია აქ პოლიტიკა. რამდენი ფეხბურთელი იცი რუსეთის ჩემპიონატიდან ტოპ გუნდში მოხვედრილიყო. მაქსიმუმ 10.
რუსეთი არ არის ტრამპლინი. ფეხბურთელი რომელსაც განვითარება სურს იქ არ უნდა წავიდეს.
ფინანსური მხარე უფრო დიდ როლს თამაშობს და ესაა მთავარი პრობლემა.
რუსეთის ჩემპიონატი იშვიათი გამონაკლისების გარდა არის ფეხბურთელთა ჭაობი. არა იმიტომ რომ რუსთა მოძულე ვარ ან რამე. ფაქტია უბრალოდ.
ძალიან გამიხარდება თუ ქართველი “აგენტები” ცოტა კურსს თუ შეიცვლიან, ნორმალური ჩემპიონატებისკენ გაიხედავენ და მაყუთის კეთების მაგივრად ფეხბურთელის განვითარებაზე იფიქრებენ მითუმეტეს როცა ახალგაზრდებზეა საუბარი.
როგორ შეიძლება ქართველი ტალანტები ყაზანის რუბინში შეტენო და ამით იამაყო. როცა დასავლური გუნდების ინტერესი არსებობს.
სანდრო
24 თებერვალი 2020 01:22
0
მე თუ მკითხავთ, ძუნძულში კაცი ვერ გვჯობია გალაქტიკაში, ძუნძულში და .... სხვა არაფერში ვარგივართ და....ძუნძული ცოტაა ტოო???
კ ო მ ბ ლ ე
22 თებერვალი 2020 19:57
5
შეიძლება უშუალოდ ამ სტატიასთან კავშირში არაა, მაგრამ ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა სპორტში ქართველების წარმატებაზე მესმის და აი რატომ: ყველა განვითარებულ ქვეყანაში სპორტი არის პირველ ადგილზე ახალგაზრდისათვის, სპორტულ წრეებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ სკოლებში რა დონეზე ავარჯიშებენ! ყველა ვარჯიშობს, ყველა, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა! ახლა მიმოიხედეთ, ქართველი ბავშვების რამდენი პროცენტია დაკავებული სპორტით, ისიც მხოლოდ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, სპორტული წრეების ფულის გადახდა რომ შეძლონ, თორე უფულოდ აღარაფერი კეთდებე ამ ქვეყანაში
koka
22 თებერვალი 2020 19:29
0
რუსეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი ძლიერი ლიგაა როგორც ფინანსურად ასევე სხვა ასპექტით,წარმატებები მინდა უსურვო ქუთათელაძეს,რაც შეეხება ბოღმით სავსე კომენტარ მაინტერესებს ნაციონალობა არ გიტყდება,მიშისტობა და ბოკეტიას ძახილზე სირბილი,ყველაზე მეტად ეს არის დადაგმობი
გლახუნა-ს
22 თებერვალი 2020 18:38
13
ეს სპორტული რესურსია და არა პოლიტიკური არენა ,...ნაცებს სხვაგან ეომეთ :))
ქოცებს
23 თებერვალი 2020 11:26
4
რა შუაშია ბოღმა,რაა?! რა ბოღმა რის...აზროვნება, გონება არა გაქვთ?!...,,ქართველნო,,- მთლად დ ე გ რ ა დ ი რ დ ი თ?! -მტერია,მტერი-რუსეთი... აფხაზეთი,სამაჩაბლო - სისხლი ,მტრობა, ტკივილი, მეგობრების საფლავები ოკუპირებული ტერ-ბი... სადა ხართ და სად იყავით?!საქართველოს დ ა შ ლ ა არის მისი ე რ თ ა დ ე რ თ ი მიზანი და ასრულებენ .. თუ ფულის კეთება გირჩევნიათ მანდ ურუსეთში და... თან ის რუსეთი-ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით...8 3 - ე ადგილზეა და სრული უპერსპექტივობით...წაიყვანეთ ბავშვები ურუსეთში ფეხბურთშიც, რაგბშიც,მიდიიით...გათელეთ ეროვნული -სახელმწიფო ღიერსება... აბა ვის სულიერ წინაპარზე წუხდა ილია ,,მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალნი შინ ძლიერნი ...,, -როგორ დემაგოგობთ - სხვადასხვაა არის პოლიტიკა -სპორტი ?! ასე უნდა ილაპარაკოთ და ამ დროს იგივე ურუსეთისათვის... გავლენის სფეროების დადგენის ერთ-ერთ საშუალებად ქცეული...ანუ გ ა დ ა ჯ ა ვ შ ნ უ ლ ი ა მტკიცედ პოლიტიკა და სპორტი ...იმ თქვენს რუსეთიც ნიჭიერი ფეხბურთელები -ევროპაში გარბიან თუ შანსი მიეცემათ და ამ დროს ...- მოკლედ- თუ დროზე ა რ მოშორდება -რუსეთს სამწუხაროდ თავად ნახავთ როგორ გააფუჭებენ...შეიძლება საერთოდ დ ა ი კ ა რ გ ო ს ...
გლახუნა
22 თებერვალი 2020 22:56
6
ანუ, აქ დაწერილი ზოგიერთი კომენტარის თანახმად, გარდა იმ ცოდვებისა (მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია) რაც ჩვენ "მეზობელს" ფაქტიურად აქვს საქართველოს წინაშე, ქართველი ფეხბურთელები, რომ უმეტესობა შემთხვევებში საშუალო ევროპულ დონესაც კი ვერ აკმაყოფილებენ (ქაჩავენ) ეგეც რუსეთის ბრალი ყოფილა?! ასეთ ზღაპრებს სანამ მოვუსმენთ, სიმართლისთვის თვალის გასწორებას სანამ არ ვისწავლით და ყველა თავის საქმეს არ მიხედავს პატიოსნად მანამდე არაფერი გვეშველება სამწუხაროდ........
???
22 თებერვალი 2020 18:01
5
მოგვაშორეთ ეს რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი...თავის რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებიანად
ჯჰგ
22 თებერვალი 2020 21:53
3
ფაქტი რუსეთი ,,ს ა ჭ ვ ო დ,, ყიდულობს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლისგანაც ა რ ც ე რ თ ი საშუალო დონეს ა რ გაცდა ...და მხოლოდ დეგრადირდნენ ისე, რომ მერე საშუალო ევროპულ დონესაც ვეღარ ქაჩავენ ... ასე რომ აჯობებს ურუსეთს მოვშორდეთ!
გლახუნა
22 თებერვალი 2020 18:49
3
მარტო გუნდში ვარჯიში არ შველის ევროპაში, გუნდში ვარჯიშის შემდეგაც უნდა ივარჯიშოს. 6 წლის ბავშვებს 2 სატიანი ვაჯიში აქვთ ევროპაში, 45 წუთი ფიზიკური ვარჯიში 15 წუთი ბურტან შეხება. პლიუს ამას ცალკე ავრჯიშებენ მშობლები თავის ბავშვებს. გინახიათ ჯერ ევროპასში ამდენი ქართველი ცხოვრობს და ერთი ქართველი ბავშვი ევროპის საფეხბურტო სკოლებში გაზდილა საქართველოს მთავარ ნაკრებს რომ გამოდგომოდა. საქარტველოდან ევროპასში ჩამოსულ ბავშვს არ ვგულისხმობ. სისტემა არი შესაცვლელი საქარტველოში, ბავშვებს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო ფიზიკური ვარჯიში, იკნებ ტექნიკურ ფეხბურტელს საშუალო ფეხბურტელი ჯობია ფიზიკურად კარგად მომზადებული. იქნებ კარგ ტეხნიკურ ფეხბურთელს ბრდზოლის ეშინია, საშუალოს არ ეშინია.
kaxa
22 თებერვალი 2020 15:54
1
6 წლია ბავშვს მაჩვენე ფიზიკურად რომელ ქვეყანაში ავარჯიშებენ გაფიცებ :D ვახ რეებს არ წაიკითხავ კაცი
ემრე
23 თებერვალი 2020 01:03
2
რუსეთი რომ არ არსებობდეს, ვიღას დააბრალებდით ქართველი ფეხბურთელების წარუმატებლობას, ყაზახებს?)))
Gio
22 თებერვალი 2020 13:46
11
ზურა -თურქეთი რ ა შუაშია აქ ?! თუ .... თურქეთმა რომ 3 საუკუნის უკან ტაო-ლაზეთი წაგვართვა, ახლა ურუთსაც უნდა მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო ?! ანუ რუსეთს მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და თურქეთს ვებრძოლოთ ტაოსა და ლაზეთისათვის?! თუ ...როგორ? ...ელემენტარული ლოგიკა ა რ გაგაჩნიათ (!)- რ ა გინდათ რომ თქვათ, რა... -21-ე საუკუნეეა, გ ა ი გ ე თ , გადით გარეთ და ტვინი გაანძრიეთ, წაიკითხეთ და ცოდნა მიიღეთ, სამხედრო სწავლებაც გაიარეთ ...ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებულ ტერ-ლ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რ უ ს ე თ ი ...და თუ თურქეთი-რუსეთივით ,,აღიარებს,, საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერ-ული მთლიანობის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს...მტრობა და უკომპრომისობა მის მიმართაც იქნება, თან მძაფრი და ო რ ი ვ ე ს რომ გავუმკლავდეთ , ამისათვის პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი და წარმატებული აშშ- და დასავლეთის ( მსოფლიო ეკო-ური წილი -25 %-ტი!) მხარდაჭერა გვჭირდება ,თავისი თანამედროვე თავდაცვა - უშიშროება- ეკონომიკა- ფინანსებით, მისთვის დასავლური მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პოლიტიკური სისტემა - არჩევითი- დემოკრატიულ-სამართლებრივი და არა რუსულ-აზიური- ავტორიტარულ-კრიმინალურ -კლანური მმართველობის სისტემა და მით შეუქცევადი რეგრესირების პროცესი ...რისთვისაც კრემლმა 2012 წელს მოიყვანა ეს ფულის დაფეთებული-უღირსი ივანაშვილები- საქრთველოს ხელისუფლებაში ...და ვართ არსებულ უპერსპექტივო დღეში...მაგრამ ასე დიდხანს ვ ე რ გაგრძელდება, ამ რუსულ ჭაობში ქართველობა დიდხანს ვ ე რ გაძლებს!
გლახუნა
22 თებერვალი 2020 23:30
3
თურქეთი რ ა შუაშია აქ ?! თუ .... თურქეთმა რომ 3 საუკუნის უკან ტაო-ლაზეთი წაგვართვა, ახლა ურუთსაც უნდა მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო ?! ანუ რუსეთს მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და თურქეთს ვებრძოლოთ ტაოსა და ლაზეთისათვის?! თუ ...როგორ? ...ელემენტარული ლოგიკა ა რ გაგაჩნიათ (!)- რ ა გინდათ რომ თქვათ, რა... -21-ე საუკუნეეა, გ ა ი გ ე თ , გადით გარეთ და ტვინი გაანძრიეთ, წაიკითხეთ და ცოდნა მიიღეთ, სამხედრო სწავლებაც გაიარეთ ...ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებულ ტერ-ლ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რ უ ს ე თ ი ...და თუ თურქეთი-რუსეთივით ,,აღიარებს,, საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერ-ული მთლიანობის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს...მტრობა და უკომპრომისობა მის მიმართაც იქნება, თან მძაფრი და ო რ ი ვ ე ს რომ გავუმკლავდეთ , ამისათვის პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი და წარმატებული აშშ- და დასავლეთის ( მსოფლიო ეკო-ური წილი -25 %-ტი!) მხარდაჭერა გვჭირდება ,თავისი თანამედროვე თავდაცვა - უშიშროება- ეკონომიკა- ფინანსებით, მისთვის დასავლური მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პოლიტიკური სისტემა - არჩევითი- დემოკრატიულ-სამართლებრივი და არა რუსულ-აზიური- ავტორიტარულ-კრიმინალურ -კლანური მმართველობის სისტემა და მით შეუქცევადი რეგრესირების პროცესი ...რისთვისაც კრემლმა 2012 წელს მოიყვანა ეს ფულის დაფეთებული-უღირსი ივანაშვილები- საქრთველოს ხელისუფლებაში ...და ვართ არსებულ უპერსპექტივო დღეში...მაგრამ ასე დიდხანს ვ ე რ გაგრძელდება, ამ რუსულ ჭაობში ქართველობა დიდხანს ვ ე რ გაძლებს!
გლახუნა
22 თებერვალი 2020 23:15
2
ყველა გამოხმაურება
ეეხ ჩემო მახო არ უყვართ სიმართლის მთქმელები და იმიტომ მხოლოდ აბდა უბდა რამე თქვი და უცებ გამოაჭენებენ.
maxo
22 თებერვალი 2020 13:42
1
Yvelas fulis shovna ro unda magashia saqme rusetis chempionatshi vin gaibrwyina da egreve evropashi wavida mitxarit araa rusetis chempionatis magali donis ara aq yvela fulis sashovnad midis
Ucnobi
22 თებერვალი 2020 12:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული