"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
კონტრაქტს, ხელის მოწერამდე უნდა კარგად ჩაკვირვება.
sake
24 თებერვალი 2020 19:55
0
მართალია ეს კაცი ვეთახმები ყველაფერში განსაკუთრებით იმაში რომ ბელგია ქართველი ტალატების სასაკლაოა
sancho
24 თებერვალი 2020 17:31
2
მეტ ტრამვას ტუ აგარ მიიგებს გადარჩა.
ddgfdf
24 თებერვალი 2020 13:26
0
კომენტარებს რო გადავხედე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარი არ აქვს
სხვა შემთხვევაში გაუგებარია რატომ აკრიტიკებან ამ ადამიანს
asd
24 თებერვალი 2020 02:19
1
სალუქვაძე კუსტანაი ხარ შენ. რა გინდა შენ ტელეკომეტატორად? ახლა ჟურნალისტ ექსპერტობას ცდილობ....
dd
24 თებერვალი 2020 02:11
10
სალუქვაძე - კუსტანაიში ფეხბურთის კომენტატორს ეძებენ - ხომ არ წახვალ?
ვაჟა
24 თებერვალი 2020 01:29
7
სალუქვაძე კუსტანაიში ფეხბურთის კომენტატორს ეძებენ
ვაჟა
24 თებერვალი 2020 01:28
8
ბატონო ვასო,როგორც მე ასევე თქვენ პირადი აზრი თქვით.რეალობა ის არის რაც არის.თუ სანაკრებო არ არი ეს ბიჭები ვაისს,შეეცვალა,ფედერაციას ეაქტიურა.მაგრამ ვხედავთ რომ დღესაც არიან და ვინც გვყავს ისინი იმათზე ვსაუბრობთ.მაფია დავარქვათ და რაც გვინდათ,მათი იმედი არი 26 და 31ში.ჩვენ მსოფლიო დონია ვარვსკვლავები რომ გვყავდეს მესმის მაგრამ რა ვქნათ დრო უნდა ყველაფერს.მე ჩემს სუბიექრურ აზრს ვამბობ ქეცბაიაზე და კიდევ ვიტყვი რომ მგონია ის ამით დიდ საქმეს აკეთებს.სალუქვაძეს და კიდევ ბევრს ვისაც ფეხბურთი აინტერესებს ვურჩევ ესეთი კომენტარებისგან შეიკავონ თავი.ჩვენ კიდევ ქომაგებს გვმართებს გვერდში დგომა და არა როგორც თუნდაც შვეიცარია-საქართველოს მატჩზე იყო 3-0 გახდა და სტადიონი დაიცალა.და კიდევ მოედანზე ვინც არის ვაკვირდები და ვხედავ რომ რაგბზე,ფეხბურთზე თამაშის დასრულების შემდეგ სპორტსმენები უფრო მიდიან იმ ტრიბუნასთან სადაც ქომაგები არიან ფორმებში.ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ მოედანზე მაისური ან დროშა ან რაღაც ატრიბუტი საჭიროა.ბოლოს,ჩვენი ფეხბურთის პორბლემა მარტივია,არა გუნდური თამაში.შტანგა გოლში კარგი მაგალითია,როცა "ჯოტიას" ეუბნება "იბრაგიმოვიჩი" შენი სახელი გაწერია უკან,ხოლო გუნდის წინ.ეს მრავლისმეტყველი ფრაზაა.წარმატებები ჩვენ ბიჭებს და ჩვენ ქვეყანას
picaso
23 თებერვალი 2020 18:15
3
ბატონო პიკასო, რა ტქმა უნდა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება გაქვთ და პატივს ვცემ, მაგრამ ქეცბაია საქართველოს საქმეს აკეთებს თუ ვისას მაგი თვითონ უფრო იცის და მაგასთან დაკავშირეBით, მე ჩემი აზრი მაქვს და გეტყვით, რომ მაგ ხუთეულიდან 3 არშემდგარი იგროკია და მაგათი ნაკრებში შეტენვით, ქვეყნის საქმე სწორედაც რომ ზიანდება და პრკოლდება, რადგან უკეთესები გვყავს და ისინი იბლოკებიან, არც დაუშვილია სანაკრებო, რადგან მაგის პოზიციაზე მინიმუმ 3 კაცი გვყავს მასზე უკეთესი , ლორია კიდევ ხო, მაგრამ მაკარიძე სჯობია. ქეცბამ ეგ ფეხბურთელები უფასოდ აიყვანა და თუ ათამაშებს, ამით მხოლოდ მის, პირადად ფეხბურთელების და ვისაც ეგენი ნაკრებში სჭირდება და საკითხავია რისთვის, იმათ საქმეს აკეთებს მხოლოდ, რითაც ქვეყნის და გულშემატკივრის ინტერესებს მხოლოდ ვნებს. ასე რომ ცოტა გადამეტებული წარმოდგენა გაქვთ მგონია. ეგაც მაფიის ნაწილია და მეტი არაფერი, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა ასეთი.
vaso
23 თებერვალი 2020 15:08
4
მართალი თქვა სალუქვაძემ, აქ ყველა ნათქვამი არაა დაწერილი, გადაცემა ნახეთ ჯობია. ისიც თქვა, რომ ნაკლები ტალანტები იყვენენ თუნდაც ჰალილოვიჩიო? ანდაც ბოიან კრკიჩი?? მაგრამ ყველას დაავიწყდაო? რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე როცა უნდა ეთამაშათ არ უწევდათ თამაშიო.. ასეა, მართლაც.. ნებისმიერი წუთი, დღე, თვე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა ფეხბურთელმა, რომ ითამაშოს.. მესმის ჩაკვესის, თუმცა ბელგია მეც არ მგონია ის დონე, სადაც ჩაკვეტაძემ უნდა ითამაშოს, მითუმეტეს გენტი. უნდა წავიდეს ტოპ 5 ჩემპიონატში აუცილებლად, გაატრაკოს უნდა მწვრთნელთან და პრეზიდენტთან. წარმეტებები
ზუზუ
23 თებერვალი 2020 12:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული