ქეცბაია: სილა გაგვაწნეს და შეიძლება ეს კარგიცაა

AutoSharing Option
"ანორთოსისის" "ეთნიკოსთან" 0:5 მოულოდნელად განადგურება მისმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემდეგნაირად ახსნა.

"პირველ რიგში, პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც მწვრთნელი. წარმატებული სამუშაო შვიდ თვეში ჩავატარეთ, დღეს კი წავაგეთ. წაგებით და ფეხბურთელთა ასპარეზობით იმედგაცრუებულნი ვართ. ეს სირცხვილია. გუნდი ისევ ლიდერია და მძიმე მარცხზე რეაქციას ველი. ახლა თასზე "სალამინასთან" განმეორებითი შეხვედრა გვაქვს (პირველი მატჩი 1:1 დასრულდა). ნახევარფინალში უნდა გავიდეთ.

მეტოქეს ჩვენზე გაცილებით მეტად სურდა გამარჯვება. წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან პირველ ადგილზე ვართ. როდესაც კონცენტრირებული არ ხარ, გგონია, ადვილად მოიგებ. ჩემპიონატზე ადვილი თამაშები არ
არის. ფეხბურთელებს ვესაუბრე და მათ ყველაფერი ესმით. რაღაც-რაღაცები უნდა გავაკეთოთ და თავი ხელში ავიყვანოთ. დღეს სილა გაგვაწნეს. შესაძლოა, ეს უკეთესიცაა. ჩვენ სუპერგუნდი არა ვართ. ბრძოლაა საჭირო.

მეტოქის გამარჯვებას არ ვაკნინებ. ასე ხდება, როდესაც საქმეს არასერიოზულად მიუდგები", - ციტირებს ქეცბაიას goal.philenews-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი რისი თქმაც შემიძია ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ თორნიკე ოქრიაშვილის საკლუბო კარიერა ვერ შედგა იმ დონეზე როგორც ველოდით ის ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და აკეთებს მაქსიმუმს და ჯანო ანანიძე ყველამ ვიცით კარგ ფორმაში როგორი ფეხბურთელიცა და როგორი თამაშიც შეუძლია ერთი წაგება არაფერია მომავალში წარმატებები!!
გიორგი
03:17 24-02-2020
2
აუუუუუუ ,,, რეალს და აიაქს გადაააყლაპეს ბურთი !!! და თან ცხვირზე ხელი მოუჭირეს ისე! და გუშინ ნაფტალინიდან ამოღებული ფეხბურთელებით შეკრებილმა გუნდმა, თუ წააგო, რა მოხდა მერე? ესეთი , გაუგონარი? დორტმუნდმა არ წააგოო? ამას წინეეებზეე?? ან ბარსელონასამ? ან მილანმა? ვააა არადა შუქი კაი ხნის მოსულია საქართველოში, და მაინც რატო ბნელა ვერ ვხვდები!!!!
Vasili
03:53 24-02-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული