ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე "რომასთან" ჯოკერი უნდა იყოს

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბელგიურმა საინფორმაციო სააგენტო standaard.be-მ "სენტ ტრუიდენის" დამარცხების (4:1) შემდეგ "გენტის" შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქართველ ფეხბურთელებზე - გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიაზე ვრცლად ეწერა.

გიორგი ქვილითაიას ბელგიის ჩემპიონატში გოლი დიდი ხანი არ ჰქონდა გატანილი და ეს ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ.

"ქვილითაიას ისევ შეუძლია გატანა. ქართველ ფორვარდს 9-თვიანი მშრალი სერია ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ბელგიის თასზე გატანილ 2 გოლს. "სენტ ტრუიდენთან" მომხდარი მოვლენა მისთვის შესანიშნავია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშვნა მთლად სასურველი ფორმის არ იყო, ქვილითაიამ ყურებში გაიკეთა თითები.

ქართველმა
შანსი რომან იარემჩუკის ტრავმის შემდეგ მიიღო და მიუხედავად მოპოვებული პენალტებისა თუ 3 გაკეთებული ასისტისა, მას მაინც აკრიტიკებდნენ, რადგან გოლები აკლდა. კვირას კი გამოჩნდა, რომ ქვილითაიას ისევ შეუძლია თავის გამოჩენა, იმის ფონზე, რომ დეპუატრეს 7 დღეში 3 შეხვედრის ჩატარება არ შეუძლია. აღსანიშნავია ის, რომ ტრავმის მოშუშებიდან პირველივე თამაშში ტორუპმა დეპუატრეს 90 წუთი დაუთმო და ეს, შესაძლოა, ცუდი გადაწყვეტილება გახლდათ."

გიორგი ჩაკვეტაძის თამაში გამოცემამ დადებითად შეაფასა და "რომასთან" განსაკუთრებულ როლს ელოდებიან.

"432 დღის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ტრავმის გამო ახალგაზრდა ქართველს თითქმის 1 წელი გაუცდა. დაუჯერებელია, თუმცა უდიდესი კონკურენციის გამო გიორგი ყოველ კვირას "ბუფალოს" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

თუმცა, კარგი სიჩქარეებით, კარგი პასებით, საგოლე გადაცემითა და სხვა მოქმედებებით "გენტს" ოთხი, ხუთი, ექვსი და შვიდი გოლის გატანის საშუალებაც კი შეუქმნა. "რომასთან" მატჩში გიორგიმ ჯოკერის როლი უნდა შესრულოს. ყველას კარგად ესმის: კვირა საღამო "რომასთვის" მზადების პროცესის ნაწილი იყო. "გენტი" მაქსიმალურად მცირე დანახარჯით მაქსიმალურად დიდი შედეგის მიღებას შეეცადა, რათა იტალიელების წინააღმდეგ უფრო მეტი დამაჯერებლობით ითამაშონ. პირველი შეხვედრა გუნდმა კვირას მოიგო, შემდეგს კი ხუთშაბათს ველოდებით."

ჯოკერის როლის შესრულებისათვის ამერიკელმა მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა სულ ცოტა ხნის წინ "ოსკარი" მიიღო. იმედია, გიორგი ჩაკვეტაძის "ჯოკერის" როლიც ასეთივე წარმატებული იქნება "რომასთან" გასამართ საპასუხო შეხვედრაში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩაკვე მილანში წადი რა ))
Rive
25 თებერვალი 2020 18:57
1
ვაი თქვენს პატრონს თქვენსას რომელი ხარტ მცვრთნელზე კომპეტენტურები მაინტერესებს რას ლაყბობთ იცით საერთოდ
gio
24 თებერვალი 2020 23:51
2
ქართველებო, ძმებო... აცალეთ რა ამ ბიჭს თამაში... გეყოპათ აქ ერთმანეთის კრიტიკობა!
ბოლოს და ბოლოს არც მესია და არც მარადონა, თან ტრამვა ჰქონდა, თან არ ათამაშებენ, უბრალოდ მხარი დაუჭიროთ გიოს! გასაგებია, ჩვენ გვინდა რომ ის იყოს დიდი ვარსკლავი, მარა აცალეთ, ნუ ვაჭარბევთ მოლოდინს იმისა რომ გიო აუცილებლად უნდა იყოს მესის დონეზე, დრო ყველაფერს გვანახებს! ტალანტი აქვს, ვნახოთ რას მიახწევს.. ნუ გადარეულხართ! წარმატებები გიო! ყოველთვის გამიხარდება მისი ნახვა მოედანზე, მისი ფინტები! გიოს ჯამრთელობა, ჩვენ კი მოთმინება და გონებაზე ყოფნა!დიდება საქართველოს!
Geo
24 თებერვალი 2020 17:23
1
მე კიდევ მეშინია, რომ სადმე ორდაბასში არ დაასრულოს კარიერა, მითუმეტეს 1-2 ასეთი ყველა გუნდს ჰყოლია, ელაპარაკე ესლა ამათ.
ბმბ
24 თებერვალი 2020 16:15
23
აქ ისეთი ხალხი წერს წიგნი საიდან იშლება ის არ იციან მარა ატაცებული აქვთ ურა პატრიოტული პათეტიკური ბრახა ბრუხი სრულფასოვნად იმიტო რომ წიგნის წაკითხვას დრო გააზრება და სურვილი ჭირდება რაც ბევრს სრულებით არ აინტერესებთ მარტივია რუსეთს რა ... სალუქვაძეს რა და ასე შემდეგ ამას არ ჭირდება დიდი ტვინის დაძაბვა და გადმონაცემის სწორად გაანალიზება, ზოგადად ნათქვამიდან ან დაწერილიდან აზრის გამოტანის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის ჩვენი საზოგადოება და მიტომ ვართ განათლების მხრივ აფრიკის ბანანის ქვეყნების დონეზე, იგივე როცა ჩაკვეტაძე 2 წლის უკან გენტში ახალ ნაბიჯებს დგამდა კანადელი დევიდი მაგ გუნდში საერთოდ არ იყო 1 წლის უკან მოვიდა გენტში და 50 გოლი გაიტანა ჩაკვეტაძის ამპლუის უფრო პატარა ასაკის შემტევმა 40 მილიონი გახდა მისი ფასი ბუნებრივია ტოცა ჩაკვეტაძე 4 გოლი ქა გატანილი გენტში მთელი მისი იქ ყოფნის განმავლობაში კი ის ჩვენი ქვეყნის დონეზე კარგზე დიდიც კი არის მარა ევროპულ საშუალო დონის კლუბებში მისი დონის თუ უკეთესებიც არა ყველა გუნდს ჰყავთ რომ არაფერი ვთქვათ ძლიერ ლიგების ახალგაზრდა ფეხბურთელების მონაცემებზე , ისეთ დიდ ტვირთს ნუ ავკიდებთ ამ ბიჭს რომ მისი აწევა ვერ შეძლოს და არ დაენგრეს კარიერა თანამედროვე საქართველოს ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს ჯერჯერობით უსაფუძვლო რევერანსების მიძღვნით, მას კიდევ ძალიან ბევრი აწი აქვს დასანმტკიცებელი.
Apolon
24 თებერვალი 2020 15:40
10
Apolon საერთოდ ვერაფერში ვერ დაგეთანხმები ჯერ ერთი დავიდი ჩაკვეზე 5 თვით პატარაა მეორე ჩაკვე 2017 წლის აგვისტოში გადავიდა გენტში დავიდი 2018 წლის იანვარში აქაც 5 თვეა მერე 2018 წელს საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი 2018/19 წელი და 2020_ის ნაწილი თითქმის იმიტომ რომ მაინც ნელა შეყავთ მაინც რომ კიდე არ გაუმიზეზდეს ასე რომ თითქოს დავიდი რამე ისეთი რომ ჩაკვეს ბევრად ჯობს ვერ დაგეთანხმები როცა გენტის ლიდერი ჩაკვე უნდა ყოფილიყო ტრავმა მიიღო და ვერ აჩვენა შესაძლებლობების მაქსიმუმი და წიგნიერებას რომ გვიწუნებ რაიცი ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული შეჯიბრი და ჩამოთვლა დავიწყოთ? და კიდევ გუშინდელ თამაში თითქმის ყველა მომენტში როცა გოლი გავიდა ჩაკვე იყო ჩართლი და წამომწყები და საკმაოდ პროდუქტიული და იგივე დავიდმა ერთი-ერთზე ჩაკვეს პასი არ გაუკეთა მოკლედ რომ ვთქვათ ურა პატრიოტობა ჯობია ვიდრე ვიდრე ჩვენიანების უსაფუძვლო კრიტიკას
antaress
24 თებერვალი 2020 16:36
6
აბა ტროლებო სად ხართ,დისლაიქებია საჭირო,
ლაშა
24 თებერვალი 2020 14:31
11
წარმატებები გიოებო! ჩაკვე უკვე კარგ ფორმაშია და იმედია ის უკრაინელი ბეზუსი ისე დარჩება თადარიგში. ამ ეტაპზე დავიდი არაა ჩაკვეს კონკურენტი, უფრო ბეზუსია. სწორედ მან მიიღო იარემჩუკის ტრამვის შემდეგ სათამაშო დრო! ვგიჟდები როცა ის თამაშობს და ჩაკვეტაძე სათადარიგოა , ესაა დიდი უსამართლობა!
gabo
24 თებერვალი 2020 14:23
2
ჩვენ ჩვენი მოგვწონს,მაგრამ ეს დავიდი კარგ ფეხბურთს თამაშობს,აუცილებლად გადავა ძლიერ ლიგაში,ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა,ქვილითაიამაც,მაგრამ მეტია საჭირო.
გოჩა
24 თებერვალი 2020 14:13
1
სალუქვაძეს ასე რატომ აკრიტიკებთ კაცმა უბრალოდ გულისტკივი გამოთქვა რომ არ ათამაშეს რომასთან და არ ეძლეოდა სათამაშო დრო და მან სიმართლე თქვა ბევრი ტალანტი გამოჩენილა და დაკარგულა იმის გამო რო როცა უნდა ეთამაშათ მაშინ არ უწევდათ თამაში და დღეს ის ფეხბურთელები აღარავის ახსოოვს და გიოს წარმატება და მისი კარგი თამაში ყველას გაგვიხარდება მეც ვეთახმები სალუქვაძეს ეს ბიჭი არის ნამდვილი ტალანტი და ქართული ფეხბურთის მომავალი და უნდა ქონდეს მუდმივი სათამაშო დრო და ლიდერი უნდა იყოს თავის გუნდში ამ ასაკში სკამზე ჯდომა დაუშვებელია ტალანტისთვის.
გიორგი ნაკაშიძე
24 თებერვალი 2020 13:40
2
საითაც დაუბერავს საზოგადოებრივი აზრი , იმას ლაპარაკობენ ეს ვაი კომენტატორები. მაგან ის კი არ უნდა გაიმეოროს, რაც ვიღაც ბრბოს გულს მოუფხანს, არამედ ის, რაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ იმედს ფეხბურთში სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს. ასევე ამას რომ წაიკითხავენ გენტის მესვეურები, ასეთ სისულელეს, რომ შეიძლება ჩაკვემ ყაზახეთში დაამთავროსო, ეს ხომ გაუფუჭებს საქმეს გიოს. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - უბრალოდ სისულელეა ეს, ვინ გაუშვებს ჩაკვეს ყაზახეთში? თუ თფუ თფუ თფუ ნორმალურადვწავიდა ყველაფერი? აცალეთ რა ამ ბიჭს , ვაჰ!
გადასარევი გიორგი
24 თებერვალი 2020 14:31
11
ყველას გვეშინია და ყველას ეგ ფიქრი გვაქვს რაც სალუქვაძეს რომ უდაოდ ჩვენი ნაკრების ულაპარაკო ლიდერი არგვინდა აღმოჩნდეს იქ სადაც მან თქვა მაგრამ არის მეორე მაგალითიც ყენიასი თუ გახსოვთ რაკიტუჩი შალკეში სათადარიგოს ხეხავდა როცა ყენიას ძირითადში ათამაშებდნენ მაგრამ ფელიქს მაგათმა შეიწირა მისი კარიერა როცა ახლად ნაოპერაციები და კარგად არ მოშუშებული ფეხით ისევ ძირითადში აყენებდა და გაუმიზეზა და უნიჭიერესი ფეხბურთელი დაგვეკარგა ასე რომ მთლად თვითგვემაზე გადასვლა და რაც სალუქვაძემ თქვა არაპროფესიონალური იყო უბრალოდ
antaress
24 თებერვალი 2020 14:10
5
არ ესმით ბიჭო ბელგილებს დიდი ფუტბოლო
თენგიზა ლიპარტელიანი
24 თებერვალი 2020 13:08
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული