ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე "რომასთან" ჯოკერი უნდა იყოს

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბელგიურმა საინფორმაციო სააგენტო standaard.be-მ "სენტ ტრუიდენის" დამარცხების (4:1) შემდეგ "გენტის" შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქართველ ფეხბურთელებზე - გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიაზე ვრცლად ეწერა.

გიორგი ქვილითაიას ბელგიის ჩემპიონატში გოლი დიდი ხანი არ ჰქონდა გატანილი და ეს ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ.

"ქვილითაიას ისევ შეუძლია გატანა. ქართველ ფორვარდს 9-თვიანი მშრალი სერია ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ბელგიის თასზე გატანილ 2 გოლს. "სენტ ტრუიდენთან" მომხდარი მოვლენა მისთვის შესანიშნავია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშვნა მთლად სასურველი ფორმის არ იყო, ქვილითაიამ ყურებში გაიკეთა თითები.

ქართველმა
შანსი რომან იარემჩუკის ტრავმის შემდეგ მიიღო და მიუხედავად მოპოვებული პენალტებისა თუ 3 გაკეთებული ასისტისა, მას მაინც აკრიტიკებდნენ, რადგან გოლები აკლდა. კვირას კი გამოჩნდა, რომ ქვილითაიას ისევ შეუძლია თავის გამოჩენა, იმის ფონზე, რომ დეპუატრეს 7 დღეში 3 შეხვედრის ჩატარება არ შეუძლია. აღსანიშნავია ის, რომ ტრავმის მოშუშებიდან პირველივე თამაშში ტორუპმა დეპუატრეს 90 წუთი დაუთმო და ეს, შესაძლოა, ცუდი გადაწყვეტილება გახლდათ."

გიორგი ჩაკვეტაძის თამაში გამოცემამ დადებითად შეაფასა და "რომასთან" განსაკუთრებულ როლს ელოდებიან.

"432 დღის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ტრავმის გამო ახალგაზრდა ქართველს თითქმის 1 წელი გაუცდა. დაუჯერებელია, თუმცა უდიდესი კონკურენციის გამო გიორგი ყოველ კვირას "ბუფალოს" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

თუმცა, კარგი სიჩქარეებით, კარგი პასებით, საგოლე გადაცემითა და სხვა მოქმედებებით "გენტს" ოთხი, ხუთი, ექვსი და შვიდი გოლის გატანის საშუალებაც კი შეუქმნა. "რომასთან" მატჩში გიორგიმ ჯოკერის როლი უნდა შესრულოს. ყველას კარგად ესმის: კვირა საღამო "რომასთვის" მზადების პროცესის ნაწილი იყო. "გენტი" მაქსიმალურად მცირე დანახარჯით მაქსიმალურად დიდი შედეგის მიღებას შეეცადა, რათა იტალიელების წინააღმდეგ უფრო მეტი დამაჯერებლობით ითამაშონ. პირველი შეხვედრა გუნდმა კვირას მოიგო, შემდეგს კი ხუთშაბათს ველოდებით."

ჯოკერის როლის შესრულებისათვის ამერიკელმა მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა სულ ცოტა ხნის წინ "ოსკარი" მიიღო. იმედია, გიორგი ჩაკვეტაძის "ჯოკერის" როლიც ასეთივე წარმატებული იქნება "რომასთან" გასამართ საპასუხო შეხვედრაში.

ასევე დაგაინტერესებთ