ოქრიაშვილმა მკერდით გაიტანა - "ანორთოსისი" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ანორთოსისმა" "სალამინა" 2:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში სლოვაკმა თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა მე-3 წუთზე გახსნა, 85-ე წუთზე კი თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი შეუცვლელად ათამაშა, ჯანო ანანიძე - სათადარიგო, ხოლო ნიკა კაჭარავა დისკვალიფიცირებული იყო.

1/2-ფინალში "ანორთოსისი" "ომონიას" დაუპირისპირდება - მატჩები 22 და 29 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, ჩემპიონატის გასულ ტურში ქართველების გუნდი "ეთნიკოსთან" 0:5 დამარცხდა, თუმცა მაინც ლიდერია და პირველ მარტს ლარნაკის
აეკ-ს შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
სალამინა გუნდია?ვაი თქვენს პატრონს
vaso
27 თებერვალი 2020 22:48
1
იდალგო:რომ არა ძელი ოქრის დუბლი ექნებოდა:)
L.J.
27 თებერვალი 2020 13:26
0
ნამდვილად! უდავოდ! უსათუოდ! ეგრეა, ეგრე!
მაგრამ ის როგორ არის "ოქრის" შემთხვევაში (ძელი რომ არა გოლი იქნებოდა) ხომ გეთახმება ხალხი და "ლორიას" შემთხვევაშიც (ძელი რომ არა გოლი იქნებოდა) არ მეYანხმებიან.

ეს როგორი ლოგიკაა? ა?
იდალგო
27 თებერვალი 2020 21:07
0
ეს მარტო მოუგებს ბელარუსს, მაკედონიას და კოსოვოს!!! ჩაკვეც არაა საჭირო!!!
Leonidas
27 თებერვალი 2020 10:36
5
კოსოვო არაა ხელ წამოსაკრავი გუნდი
თორ
27 თებერვალი 2020 15:11
0
რაც ამ ფრაგმენტებიდან ჩანს,საკმაოდ მაღალი ტემპი ყოფილა,ოქრიაშვილი ძალიან აქტიურობდა და ბოლომდეც გაუძლო.ფორმაში მყოფი ოქრი,ჩვენთვის დიდი ძალა იქნება.ღმერთმა ქნას,რომ ტრავმები აირიდონ ჩვენმა ბიჭებმა.
სოსო
27 თებერვალი 2020 10:03
1
ვერ ვხედავ რანაირად გაიტანა. ხელით?
SL
27 თებერვალი 2020 00:16
17
მხარი ქვია მაგას. მშვენიერი, ტექნიკური გოლი იყო ;)
Biannkoneri
27 თებერვალი 2020 13:18
0
ძელი რომ არა, ლორიას 28 წუთზე გოლი ჰქონდა გაშვებული...
იდალგო
27 თებერვალი 2020 00:05
15
ოქრიალდინიო
ჩორნა
26 თებერვალი 2020 23:29
0
აი რას ნიშნავს კაჯარავას არ ყოფნა :) თორემ ვერანაირად ვერ მოიგებდნენ ;)
მწარე
26 თებერვალი 2020 22:32
2

სიახლეები პოპულარული