სკაუტები ტოპ-კლუბებიდან - შანსი "გენტის" ქართველებისთვის

AutoSharing Option
დღეს, 27 თებერვალს, ბელგიური "გენტი" ევროპა ლიგის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში საკუთარ მოედანზე "რომას" მიიღებს და აღნიშნულ მატჩს ძალიან ბევრი კლუბის სკაუტი დაესწრება, მათ შორის, voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, წარმომადგენლები ტოპ-კლუბებსა და საქართველოს ნაკრებსაც ეყოლება.

სკაუტების ყურადღების ცენტრში "გენტის" შემტევი ჯონათან დეივიდი იქნება, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. სკაუტების უმრავლესობა სწორედ მისი თამაშის სანახავად ჩადის ბელგიაში.

შეხვედრაზე დასასწრებად წარმომადგენლებს აგზავნის: "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ჩელსი", "ლესტერი", "ასტონ ვილა", "ვულვზი", "საუთჰემპტონი", "ლევერკუზენი", "დორტმუნდი", "აინტრახტი", "ჰოფენჰაიმი", "შალკე", "ვერდერი", პსვ, "ლილი", "რენი", "ნიცა", "რეიმსი", "სევილია", "ანდერლეხტი", "იუპენი".
გამოცემის მიხედვით, შეხვედრას საქართველოსა და კამერუნის ნაკრებების სკაუტებიც დაესწრებიან.

წყაროს ცნობით, "აინტრახტი", "დორტმუნდი", "ჰოფენჰაიმი" და "ლევერკუზენი" კანადელი დეივიდის სანახავად აგზავნიან ხალხს. სხვა კლუბების ზუსტი ინტერესი უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დიდი შანსი არ არის, სკაუტები გიორგი ქვილითაიას ან გიორგი ჩაკვეტაძის სანახავად ჩასულიყვნენ, ქართველი ფებურთელებისთვის ეს მატჩი დიდი  შესაძლებლობაა. 1 კარგ თამაშს მათი კარიერის შეცვლა შეუძლია და იმედია, "გენტის" მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ქართველ შემტევებს შეხვედრაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
დეივიდი კი ნამდვილად იმსახურებს ნახტომს მაღალი საფეხურისკენ(მარტო მორბენალი არაა როგორც აქ ბევრი იძახის)
L.J.
13:14 27-02-2020
3
ერთი თამაში არ გადაწყვეტს არაფერს,სტაბილური სათამაშო პრაქტიკაა საჭირო
L.J.
13:12 27-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული