"რომასთან" ნამატჩევს ქვილითაიას თანაგუნდელ მეკარესთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა

AutoSharing Option
"გენტი" ევროპა ლიგის განმეორებით მატჩში "რომას" დაუზავდა (1:1) და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა. "გენტის" ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია 66-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე.

belgaimage.be-მ ნამატჩევს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ქვილითაიას შეხლა-შემოხლა მოუვიდა თავისი გუნდის სათადარიგო მეკარე კოლინ კოუსმანსთან და ნახევარმცველმა ვადის ოჯიდა-ოფოემ გააშველა. კონფლიქტის მიზეზი ჯერ უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გახოკიძემ სხვებსაც კარგად მოსდო
Vasili
12:01 28-02-2020
3
დაფშვენი ძვლებში მაგი დაახვიეთ მაგ ნაგავი გუნდიდან
vika
10:40 28-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული