"გენტი" ევროპა ლიგის განმეორებით მატჩში "რომას" დაუზავდა (1:1) და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა. "გენტის" ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია 66-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე.
belgaimage.be-მ ნამატჩევს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ქვილითაიას შეხლა-შემოხლა მოუვიდა თავისი გუნდის სათადარიგო მეკარე კოლინ კოუსმანსთან და ნახევარმცველმა ვადის ოჯიდა-ოფოემ გააშველა. კონფლიქტის მიზეზი ჯერ უცნობია.
ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს
ჩაკვეტაძის თამაში 5-იანით შეაფასეს, ქვილითაიასი 6-ით - ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს