ჩაკვეტაძის თამაში 5-იანით შეაფასეს, ქვილითაიასი 6-ით - ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს

AutoSharing Option
"გენტი" ორი მატჩის ჯამში "რომასთან" დამარცხდა (1:1, 0:1) და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ბელგიურ გუნდში განმეორებით შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია 66-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე. nieuwsblad.be აღნიშნავს, რომ ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს და ჯონათან დავიდს, ვადის ოჯიდა-ოფოეს და ჩაკვეტაძეს შეეძლოთ მომენტები უკეთ დაესრულებინათ.

ნამატჩევს კომენტარი "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გააკეთა.

"ჩემი გუნდის გამო გული მწყდება. იმედგაცრუებულნი, თუმცა ამაყნი ვართ. ამ გუნდით რაღაც შესანიშნავის გაკეთება შეგვიძლია, ეჭვიც არ მეპარება. ისეთ მეტოქეზე მოვახდინეთ ზეწოლა, როგორიც "რომაა". ეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
ბევრი მომენტი შევქმენით, მიზანს კი ვერ მივაღწიეთ.

ჩემი ბიჭებით ვამაყობ. ვიცოდით, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირებას ვერ შევძლებდით. ახლა ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ".

Sportall.Ge

hln.be-მ "გენტის" ფეხბურთელების თამაში ასე შეაფასა:
კამინსკი 6, კასტრო-მონტესი 6, პლასტუნი 5 (ნიანგბო 80, შეფასების გარეშე), ნგადუ 5, მოჰამადი 6, ოვუსუ 6, კუმსი 6, ოჯიდა-ოფოე 6, ბეზუსი 6 (ჩაკვეტაძე 66, 5), დეპუატრე 4 (ქვილითაია 66, 6), დავიდი 7

ჩაკვეტაძე 5
ძალიან ხშირად ერიდებოდა მეტოქეებთან ორთაბრძოლებს. არავითარი დასამახსოვრებელი შოუ.

ქვილითაია 6
შესვლიდან პირველივე წუთებიდან ქართველმა რამდენიმე მოქმედება განახორციელა, მაგრამ ეს გოლის გასატანად ძალიან ცოტა იყო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყენიას არ ვიცი რა მოუვიდა მაგის ასაკში რა ტრავმა უნდა მიიღო სლავიაში ვერ ითამაშო? არ ქონდა ესეიგი ნიჭი.
ddgfdf
08:37 29-02-2020
1
დეპუატრემ ეს თამაში მთლიანად ჩააგდო. ფაქტიურად დადიოდა მოედანზე. თანაც ეს პირველი თამაში არაა როცა ასე დაბოდიალობს. ამის მიუხედავად, მწვრთნელი ჯიუტად მაინც დეპუატრეს აყენებს და არა ქვილითაიას. უცნაურია.
ისე არც ქვილითაია არ წყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ აშკარად დეპუატრეზე მეტად მონდომებულია და მეტსაც მოძრაობს.
ჯერი
18:36 28-02-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული