ბელგიური მედია ქვილითაიას თანაგუნდელთან შეხლა-შემოხლის მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "რომასთან" ნამატჩევს "გენტის" თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას შეხლა-შემოხლა მოუვიდა თავისი გუნდის სათადარიგო მეკარე კოლინ კოუსმანსთან. კონფლიქტის მიზეზი hln.be-მ განმარტა:

"რომასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ "გენტის" იმედგაცრუება უსაზღვრო გახლდათ და მისი მოყოლა საჭიროებას არ წარმოადგენს. კოუსმანსსა და ქვილითაიას კონფლიქტი მოუვიდათ. გოლკიპერმა შემთხვევით ფეხი დააბიჯა ტანმაღალ ქართველს და ამას მისი მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი გაშველება ვადის ოჯიდა-ოფოემ მოახერხა".

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ არაფერი არ დაუნახავს და ორივეს აუცილებლად დაელაპარაკებოდა. დალაპარაკებია კიდეც.

"დილით
ორივე კაბინეტში დავიბარე. მათ გაიცინეს, რომ ინციდენტი ამხელა განსჯის საგანი გახდა. კლუბის პერსონალიდან ვიღაცამ ტვიტერზე კოუსმანსის მიერ გამოქვეყნებული სახალისო პოსტიც მაჩვენა, თითქოს ქვილითაიას კრივში იწვევდა. მესმის, რატომაც ატეხეს მთელი ეს ამბავი, მაგრამ კონფლიქტი სრულად ამოწურულია", - განაცხადა ტორუპმა.

alt"რომასთან" ნამატჩევს ქვილითაიას თანაგუნდელ მეკარესთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენებმა, მანდ გასახდელში უნდა მოაგვარონ საქმე და მერე პასსაც მისცემენ და ფასიც დაედებათ, აშკარაა ჩაგრავენ. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან გვაქვს დიდი გული. ეს ფეხბურთის კანონია და ყველამ იცის. ამით იწყება ყოველგვარი წარმატება. ნუ ტოპ კლუბებსი შეიძლება კიდე, ცოტა სხვაგვარად იყოს
vaso
20:58 29-02-2020
2
ქვილითაია მაგ მეკარეზე მაღალია და კრივში ალბათ აჯობებს!
კობი
13:23 29-02-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული