მალე დაიწყება ბელგიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩი "გენტსა" და "შარლერუას" შორის. ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ხოლო ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოა და ალბათ, მეორე ტაიმში შეუშვებს შეცვლაზე.
გასულ ტურში "სერკლ ბრიუგესთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და ქვილითაიამ მე-60 წუთზე შეცვალა.
ადმინ, არ ვწერ ბოლომდე უხამსობებს და ნუ მიიგნორებ, გამოაქვეყნე.