მალე დაიწყება ბელგიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩი "გენტსა" და "შარლერუას" შორის. ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ხოლო ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოა და ალბათ, მეორე ტაიმში შეუშვებს შეცვლაზე.
გასულ ტურში "სერკლ ბრიუგესთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და ქვილითაიამ მე-60 წუთზე შეცვალა.
ძალიან ცუდად იხსნება და ამაზე ბევრი უნდა იმუშაოს, ხშირ შემთხვევაში მოწინააღმდეგის უკან დგას და ცხადია პასს ვერ მისცემენ.
კარგი ის არის რომ დრობლინგი და სიაწრაფე არ დაუკარგავს, დანარჩენზე ბევრი უნდა იმუშაოს 24 მდე.
მე მაინც მგონია ნაკრებში ბევრად უკეთ ითამაშებს რადგან მასზე აეწყობა თამაში და ხშირად იქნება ბურთთან.
ადმინ, არ ვწერ ბოლომდე უხამსობებს და ნუ მიიგნორებ, გამოაქვეყნე.