"გენტი" კვლავ დამარცხდა - ქართველები ვერაფრით დაეხმარნენ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონტის 29-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა.

"გენტმა" პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 55 ქულით მეორე ადგილზეა, "შარლერუა" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 15 მარტს სტუმრად "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და შესვენებაზე ანდერსონ ნიანგბომ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - შარლერუა 1:4
გოლები: 0:1 ნიკოლსონი (39), 0:2 ლაიმაჰარიტრა (44, პენ), 0:3 ფალი (57), 1:3 ნიანგბო (59), 1:4 რეზაეი (89, პენ)
გაძევება: მოჰამადი (84, გენტი)
მკითხველის კომენტარები / 24 /
რაც დაბრუნდა უკვე მე 11 თამაშია ველოდები ჩაკვეს გოლს მარა სამწუხაროდ ვერ გააქვს და იმედი მაქვს შემდეგ თამაშში მაინც გაიტანს
გიორგი
01:06 08-03-2020
0
ძაან დაბალი დონის გუნდია, გუნდელებიდან მხოლოდ ის კანადელი თუ ჩამაშობს ნორმალურად.. შეიძლება ასეთი გუნდის ლიდერობა უნდა უადვილდებოდეს, თუმცა არ გამოსდის ჩაკვეს.. ვუყურებ თამაშს, ცდილობს, მაგრამ რავიცი რა ვთქვა.. ვერ თამაშობს ნორმალურ დონეზე, ხშირად არ იღებს საკუთარ თავზე..
ზუზუ
01:54 08-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული