ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია გასაძევებელი არ იყო

AutoSharing Option
"რუბინის" წარუმატებლობას დასასრული არ უჩანს

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "კრილია სოვეტოვთან", რომელიც ასევე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მატჩში, რომელსაც ყაზანის ცენტრალურ სტადიონზე 5 766 მაყურებელი დაესწრო, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა და ამ უკანასკნელმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ნამატჩევს სლუცკიმ განაცხადა, რომ შეტევაში პრობლემები აქვთ, კვარაცხელია კი გასაძევებელი არ იყო, რადგან პირველი ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად მიიღო და მსაჯთან სერიოზული პრეტენზიები გააჩნია.

"რუბინმა" ბოლო 9 მატჩიდან ვერც
ერთი ვერ მოიგო, 16-გუნდიან ჩემპიონატში 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 14 მარტს ტულაში გია გრიგალავას "არსენალს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ