დავითაშვილმა აკრობატულ ნახტომში გაიტანა და "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში "რუბინმა" ტულაში 1:0 დაამარცხა "არსენალი" და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია (6 ფრე და 3 წაგება) შეწყვიტა.

ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობა არ მიუღია "რუბინის" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც წინა ტურში "კრილია სოვეტოვთან" მატჩში (0:1) გააძევეს და დისკვალიფიცირებული იყო, ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 43-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონატზე ჩატარებულ 18 მატჩში მისი მეორე გოლია.

55-ე წუთზე ყაზანელთა ნახევარმცველი დენის მაკაროვი მასპინძელთა გუნდის მცველ გია გრიგალავას ეუხეშა, მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო და "რუბინი" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ამის შემდეგ "არსენალი" დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.

"რუბინი" 23 ქულით მე-12 ადგილზეა და 21 მარტს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მამამისის სტილში გაიტანა.უყვარდა ხოლმე სულიკოს აკრობატული ნახტომები.წარმატებები
1
15 მარტი 2020 10:36
0
გრიგალავას ბრალი იყო...თავით პასი არ გამოუვიდა და კონტრშეტევა გოლით დამთავტდა
L.J.
15 მარტი 2020 10:33
4
ოღონდაც იქ არ დარბის სადაც საჭიროა.ჩემი წინაპრების საფლავებს გეფიცებით არც მასეთი ფულის შოვნა მინდა რაც არ უნდა ნიჭირი ვიყო ჩემს საქმეში და თუ ქართველმა ნენამ არ შეგისისხლხორცა რომ ჯერ ქართველი ხარ და მერე ყველაფერი დანარჩენი....მტრის და მოყვარის გარჩევიდან ....დამბალხაჭოთი და ფეტვის ღომის ღომით,დოშეჭამანდის თქვლეფამდე,ის...დავითაშვილზე არ ვუბნობ, ყველა იმ ქართველს გადავწვდი ვინაც ნებაყოფლობით! ქრისტეს შობის 1801 წლიდან მოყოლებული გაუმაძღართა, ამ წარმონაქმნში, ველურთა იმპერიაში, ლუკმაპურებოდა
იუნაითედ სთეით ოფ ამერიკა....ლენგლი.
15 მარტი 2020 06:55
15
ქართველის კრიტიკის გარეშე რუსი როგორ გაძლებს, დავიტაშვილის გოლი გრიგალავას დააბრალა კომენტატორმა
იდალგო
14 მარტი 2020 23:06
10
ბევრი ირბინა და იბრძოლა ზურაბმა.
gabo
14 მარტი 2020 22:15
0
Amxela qveyanashi rom tardeba tamashebi mayureblianad, chventan rom chatarebuliyo regbic da fexburtic ra moxdeboda
Nukri
14 მარტი 2020 22:14
26
რუსეტში არაა ვირუსი
givii
15 მარტი 2020 09:23
5
რა მოხდებოდა და კორონავირუსი დაგემართებოდა. ( ღმერთმა არ ქნას)
დავით 67
15 მარტი 2020 06:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული