ლევან შენგელიამ "ფენერბახჩესთან" 87 წუთი იომა - ორკაცნაკლულმა "კონიასპორმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორმა" სახლში 1:0 სძლია "ფენერბახჩეს".

მაყურებლების გარეშე ჩატარებული მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, შენგელია სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს, გოლი კი ბოსნიელმა თავდამსხმელმა რიად ბაჯიჩმა 41-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა დაწოლა გააძლიერეს, მსაჯმა მასპინძელთა ორი ფეხბურთელი გააძევა - 67-ე წუთზე მცველი ნეიც სკუბიჩი, ხოლო 76-ეზე ნახევარმცველი ომერ შაჰინერი, თუმცა მასპინძლებმა გაუძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

"კონიასპორი" 26 ქულით მე-14 ადგილზეა და 22 მარტს გასვლაზე "გენჩლერბირლიგის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხოდა მაგ კაცისთვის სწორედ, რომ ბაჯბაჯია ომი, თვარა რომ ეფრინა, მაშინ იტყოდა შტურმით აიღო ზეცაო.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
04:21 15-03-2020
1
ერთი შეკითხვა მაქვს უცხო ჩემპიონატების მოტრფიალე საზოგადოებასთან-აი უმაყურებლო თამაშებს რომ უყურებთ რაიმე განსხვავებას ხედავთ საქართველოს ჩემპიონატისაგან???არა მე მესმის რომ ესპანეთი და ტოპ ლიგები ჩვენგან ძალიან წინ არიან მაგრამ თურქეთის ჩემპიონატი მაგალითად საქართველოს ჩემპიონატზე ასჯერ უარესი საყურებელია უმაყურებლოდ
ბათუმის ფანი
00:05 15-03-2020
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული