ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მელქაძე: "სპარტაკში" ყოფნისას მეძახდნენ - "წადი, საზამთროები გაყიდე"...

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ, რომელიც ამჟამად "ტამბოვშია" განათხოვრებული, დედაქალაქურ კლუბში ყოფნის პერიოდში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

"ვკითხულობდი სტატიებს, კომენტარებს. "სპარტაკთან" გაფორმებულმა კონტრაქტმა ყველა ჭკუიდან გადაიყვანა. ხელფასი 100 000 ევრო მქონდა და თუნდაც მაშინ ეს არ მეკუთვნოდა, თამაშით დავამტკიცე, რომ ვიმსახურებდი.

"ტამბოვში" თამაშისას ფსიქოლოგიურად უფრო მყარი გავხდი. გავაანალიზე, რომ ტყუილად ვნერვიულობდი სხვადასხვა კომენტარისა და შეურაცხყოფის გამო. მე კი არა, ძიუბას აგინებენ, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია.

"სპარტაკში" თამაშისას გოლის გატანაში ხელს ბევრი რამ მიშლიდა. მოედანზე გამოსვლისას მეძახდნენ: "წადი, საზამთროები გაყიდე!"
როცა ბურთს დავკარგავდი, ეგრევე ჩემ შეცვლას ითხოვდნენ.

ხვდებით, როცა ეს გესმის, თამაში ყველაზე ნაკლებად გინდება. ეს მოტივაციას არ გმატებს და პირიქით, ძალიან მეშინოდა, გოლების გატანას რომ ვერ ვახერხებდი", - განაცხადა მელქაძემ Sport24-თან საუბარში.

გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ტამბოვის" რიგებში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ