საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ voetbalkrant.com-თან კომენტარი გააკეთა და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ძალიან მოსაწყენია, რთულია ამ დღეებში მარტო ყოფნა, სახლიდან შორს.
დროდადრო გიორგი ჩაკვეტაძეს ვხვდები, ერთმანეთს რეგულარულად ვესაუბრებით. ჩემი ოჯახიც საქართველოდან მუდმივად ხაზზეა.
საქართველოში დაბრუნება შეუძლებელია. როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ჩვენთანაც საზღვრები დაიკეტა", - აღნიშნა გიორგიმ.