ოქრიაშვილი: მინდა ქეცბაიასთვის ჩემპიონები გავხდეთ და ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავიდე

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსულ goal.philenews.com-ს განუცხადა, რომ დიდ გუნდში გადასვლა უნდა.

"ჩემს კარიერაში ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. რაც მთავარია, სერიოზული ტრავმა არ მქონია და სტაბილურად ვთამაშობ. ზედმეტი წონის პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, მაგრამ სწორი კვება და დიეტა აუცილებელია. ამას უკანასკნელ ხანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის, მეტს მინდა მივაღწიო.

თავს ვიცავთ და ყველა შეტევას ცენტრიდან ვიწყებთ. შანსს მოთმინებით ველით და თამაშს სწრაფ კონტრშეტევაზე ვაგებთ. ჩვენი სტილი გახსნილი ფეხბურთი არ არის.

"ანორთოსისთან" კონტ
რაქტი მომავალ წელს მიმთავრდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რა შედეგსაც უნდა მივაღწიოთ, ჩემი მიზანი ამ ზაფხულს უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაა. ჩემპიონობისათვის ვიბრძვით. მინდა თემურ ქეცბაიასთვის ამას მივაღწიოთ, მადლობა გადავუხადო და უკეთეს ჩემპიონატში გავაგრძელო კარიერა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რას ქვია დაეტიოს 28 წლისაა უკვე კაცი ლიონთან აწერდა ხელს და ახლა ანორთოსისშია. მეტი არ გემეტებათ ქართველისთვის? ოქრის იმხელა ნიჭი აქვს ასე ვალენსიაში ან ლაიფციგში მაინც უნდა თამაშობდეს, მაგრამ ტრავმებმა და საკუთარმა თავმა დაუნგრიეს კარიერა. ძლივს ნორმალურ სეზონს ატარებს და პოლონეტის კარგ კლუბში თუნდაც ლეგიაში არ გამიკვირდება. ნიჭი აკლია თუ შესაძლებლობები. ახლა მაინც ეღირსოს რაღაც.წარმატებებს ვუსურვებ
სკსჯჯს
26 მარტი 2020 15:13
0
ოქრისნაირი ფეხბურთელი რომელი გყავთ რო ილანძღებით?
მე
26 მარტი 2020 14:04
0
მართალიხარ შ ე ე ნ
მეე-ს
26 მარტი 2020 15:03
0
აზრზე ხაართ? ტიპს რა მაგრად დააჯერა ქეცბაიამ რო მაგრად შეუძლია თამაში.../ ვიფიქრე ჩემპიონთა ლიგაზე ვნახავ ამის თამაშს თქო და ეს რეებზე ფიქრობს! დაეტიე ბიძია სადაც ხარ, ყველგან ქეცბაია კი არ დაგხვდება. შენ ვერსად ვერ ითამაშე, ან ვერ თანაშობდი, ან იალად იტრამვებოდი და უდისციოლინო იყავი, კი დაბერდი ამასობაში!! ვახ ბიჭო ფრენაც თუ შეგეძლო ვერ წარმოვიდგენდი.// არავისზე ნაკლები ნიჭი რო არ გქონდა მაგაზე ორი აზრი არააა, მაგრამ გაანიავე ჯიგარო ეს დრო როცა უნდა აგეწყვიტა და სტარი გამხდარიყავი, გამოგეპარა ეგ დრო და მომენტი! ეხლა ამ ღვთისნიერ კაცს უმადლოდე , თორე დარწმუნებული ვარ საქართველოს ჩემპიონატიც გაგიხდებოდა სახვეწარი, გვყავს ჩვენ მაგის მაგალითებიც.../ ისე რო იცოდე შენი გულშემატკივარი გწერ ამას, იმიტომ რომ მაგრად გამიცრუე იმედები!!!
Vasili
26 მარტი 2020 14:00
3
დაეტიე იქ სადაც ხარ. კლუბში შენი სტაბილური თამაში არავის ახსოვს. პირველად ჩაატარე ზედიზედ სამი მატჩი და წახვედი ოცნებებში.
რაგბის ფანი
26 მარტი 2020 09:27
4
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ კაცი მარსელში რომ Შემოწმებას ვერ გაივლის და გენკში ვერ დამკვიდრდება, იქიდან კიდევ კრასნოდაში აღმოჩნდება, არ ვიცი..
: )))))))
25 მარტი 2020 22:03
9
ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ, დისციპლინა თუ არ დაიცავი კარგ გუნდში არავინ გაგაჩერებს. წარმატებებს გისურვებ
gio
25 მარტი 2020 21:32
2
ჰო ყაზახეთში გელოდებიან
ზორბეგი
25 მარტი 2020 20:09
19
ყაზახეთში ვცხოვრობდი და მინდა გიტხრა უკეტესი ლიგაა დასწრებაც მეტია
kori
25 მარტი 2020 23:22
14

სიახლეები პოპულარული