გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი შეიცვალა

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა Transfermark-მა რამდენიმე ევროპული ჩემპიონატის სატრანსფერო ფასები განაახლა. მათ შორის, ცვლილებები შეეხო ბელგიის ჩემპიონატსაც, სადაც საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელი თამაშობს.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის გამორჩეული ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 7,5 მილიონ ევროს შეადგენს. ტრავმის გამო გაცდენილმა პერიოდმა გიორგიზე ნეგატიურად იმოქმედა.

არ შეცვლილა ცენტრფორვარდ გიორგი ქვილითაიას ფასი, რომელიც ისევ 2,5 მილიონი ევრო ღირს.

მას შემდეგ, რაც ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა, ჩვენი ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი საბა კვირკველია გახდა, რომელიც 8 მილიონი
ევრო ღირს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც უფრო დიდ ხანს
დარჩება გენტში -უფრო დაიწევს
მისი ფასი. ჩვენი მტერი იყოს ტორუპის და ქართველი აგენტების იმედად.
ჯეკო
17:07 30-03-2020
4
ამაში ან ცუდი რა არის ან კარგი რა არის, ასე რომ ნერვიულობთ? მისი ტრანსფერიდან ვინმე რამეს შეგპირდათ? მთავარია შეძლოს თამაში უკეთესად, რომ ნაკრებს გამოადგეს
დავით67
23:38 30-03-2020
3

სიახლეები პოპულარული