გიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" შემტევი გიორგი მერებაშვილი კლუბის ყველა დროის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "ვისლამ" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული სოციალურ ქსელში წარმოადგინა.

მერებაშვილი პლოცკში მეხუთე წელია იმყოფება და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 21 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია კლუბში, რაც კი აქამდე ლეგიონერების მიერ დაფიქსირებულა.

33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 4 გოლის და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

altგიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, რომ არ ჩატარდება ეს მატჩში ივნისში და გადაიდება კიდევ ერთხელ



მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან კარგია ვინც საქართველოს ასახელებს, წარმატებები მერებაშვილს
irakli
31 მარტი 2020 14:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული