ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბელგიის ჩემპიონატი დასრულდა - ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას "გენტის" ადგილიც გაირკვა

AutoSharing Option
როგორც ბელგიური გამოცემა HLN იტყობინება, ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა. ჩემპიონი "ბრიუგე" გახდა, ხოლო მეორე ადგილი "გენტმა" დაიკავა.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი საგზური "შარლერუამ" მოიპოვა, ხოლო "ანტვერპენი" და ლიეჟის "სტანდარტი" საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ასევე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა უკვე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ შეხვედრებს ჩაატარებს გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი", რომელიც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორად გამოცხადდა.

ასეთი გაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ გაახმოვანა, თუმცა ოფიციალური ბრძანება გენერალური ასამბლეის შეკრების შემდეგ გამოცხადდება. თასის გამარჯვებულისა და მეორე ლიგის შედეგების დასადგენად სპეციალური სამუშაო ჯგუფი
შეიქმნება.

ასევე დაგაინტერესებთ