sportbox.ru: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" არ სჭირდება

AutoSharing Option
sportbox.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ექვსი ფეხბურთელი და მათ შორის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელებიც გამოცემის ჟურნალისტის გლებ ტომაშევსკის აზრით, თავიანთ გუნდებს არ სჭირდებათ.

"მომავალი სეზონიდან ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის ახალი წესი ამოქმედდება ფორმულით - "8+17" განაცხადში. შექმნილ ვითარებაში ეს მოვლენა შორეულად მოჩანს, რომელიც ყურადღების ღირსი არ არის, მაგრამ კლუბები ამას არ დაეთანხმებიან. მათ ლიმიტზე სერიოზულად დაფიქრება აქედანვე მართებთ. სათადარიგო სკამის უცხოელი ფეხბურთელები საჭირონი არ იქნებიან და მათი მოწვევა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გახდება საჭირო. ამიტომ ბევრი ლეგიონერი, სავარაუდოდ, თავიანთ კლუბს დატოვებს.
ვისზე მიდის კონკრეტულად საუბარი:

იაკა ბიიოლი (ცსკა), სედრიკ გოგუა (ცსკა), ემილიანო რიგონი (ზენიტი), იორდან ოსორიო (ზენიტი), ბრაიან იდოვუ (ლოკომოტივი) და ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი).

ხვიჩა კვარაცხელია

"ლოკომოტივიდან" "რუბინში" იმისათვის გადავიდა, რათა სტაბილურად ეთამაშა - სწორედ ასეთი სლოგანით მოხდა მისი რკინიგზელთა გუნდიდან ყაზანში სკანდალურად წასვლა. თუმცა, არაფერი გამოვიდა, "რუბინში" ხვიჩა როტაციის ფეხბურთელი გახდა და მეტი ვერაფერი. გუნდის მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის დანიშვნის შემდეგ ქართველის მდგომარეობა ძლიერ არ შეიცვალა. ის კვლავ მატჩების ნახევარს ან ოდნავ მეტს თამაშობს და შეუცვლელად აშკარად არ ითვლება. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. თუმცა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პოტენციალი გააჩნია. ამიტომ, შესაძლოა, ჯერ არ დაემშვიდობონ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩემის აზრით, ხვიჩა "ლოკომოტივში" უნდა დარჩენილიყო...
tngh
05 აპრილი 2020 15:09
0
უკვე დაიწყო - ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება თუ სასწრაფოდ არ დაიწყებენ მენტალურ ონლაინვარჯიშებს!
მენტალური მომზადების ცენტრი
05 აპრილი 2020 10:42
0
მიუხედავად იმისა,რო ჩვენ არ მოგვწონს რუსეთი და არც მაგათი ფეხბურთი, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ხვიჩას თუ დიდ ფეხბურთელობაზე აქვს პრეტენზია რუბინის სათადარიგო ფეხბურთელი არ უნდა იყოს. სათადარიგობა თუ უნდოდა ლოკომოტივში დარჩენილიყო. რუსეთის პრემიერლიგა არაა ჭე კლასი და შეიძლება მანდაც დიდი ფეხბურთის თამაში.
გოგა
05 აპრილი 2020 10:41
1
ამ სეზონის რუბინისათვის,2 გოლი,ცოტა არ არის.თუმცა ხვიჩას თამაშს როცა ვუყურებ,სრული შთაბდეჭდილებაა,რომ თამაშის თავზე აღებას და გამწვავებას ერიდება.როცა ამას აკეთებს გამოსდის კიდეც და აშკარაა,რომ გაცილებით მეტი შეუძლია.ერთი სიტყვით,აგრესია აკლია.შეიძლება ფიზიკის ბრალიცაა,მაგრამ არა მგონია.საერთოდაც რუბინს,აშკარად აკლია გამოცდილი ლიდერი,ვისი გვერდითაც ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ბიჭები,თავს გაცილებით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობდნენ.
სოსო
05 აპრილი 2020 10:17
0
ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.
gujakakhadze
05 აპრილი 2020 09:05
0
სედრაკა სომეხია გვარად კი გოგუაინი, სედრაკ არტაშასძე გოგუიან. ცხოვრობს დილიჟანში, მის სახლში ონკანს გაღებ და .... ვერ გამოიცანით, წყალი არ მოდის, მიწისძვრის შემდეგ გრაფიკით აწვდიან ლენინაკანიდან.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
05 აპრილი 2020 04:48
1
Седрик Гогуа (ЦСКА)
თენგო
05 აპრილი 2020 04:42
1
კოტ დიუვარულად შეილება სხვანაირად გამოითქმის
kori
05 აპრილი 2020 03:49
0
სედრიკ გოგუა ცსკა-ს კოტ-დ'იუვარელი მცველია. ჩვენებური გოგუების ნათესავი არ არის. გურულად არ უქცევს, მეგრული მით უმეტეს არ იცის.
ავთო
05 აპრილი 2020 03:26
1
სედრაკ გოგუა ვინაა ?? ცსკაში თამაშობს ან ვისი მოქალაქეა ლეგიონერებში რომ ითვლება ??
sedraki
05 აპრილი 2020 02:32
1
გვარი უწერიათ არასწორად აფრიკიდან არის
მიშა
05 აპრილი 2020 03:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული