ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინის" მწვრთნელი: ზურიკო დავითაშვილზე ვდარდობ...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსულ გამოცემა "ბიზნეს ონლაინის" ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა ქართველი ფეხბურთელების შესახებ.

- არ გეშინიათ, რომ სახლში წასულ ქართველებს ხინკალი და ხაჭაპური ზედმეტ წონას მოუტანს?

- ხვიჩას შემთხვევაში არა, ზურიკოზე კი ვნერვიულობ. დავითაშვილს უკვე ჰქონდა წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ის გუნდში ჩემ შემდეგ მეორეა ორგანიზმში ცხიმის პროცენტული მაჩვენებლით.

კვარაცხელიას სხეული კი სხვანაირად არის აგებული და მას ზედმეტ წონასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

ზურიკოს კი უკვე მივწერე, რომ მის წონას მკაცრად გავაკონტროლებ: სასწორზე უნდა დადგეს და მაჩვენებლები ონლაინრეჟიმში
მაჩვენოს.

ზოგადად, დღეს ბევრ ფეხბურთელსა და ფიზმომზადების მწვრთნელს მივწერე. უკვე ხვალიდან Zoom-ის საშუალებით ვაპირებთ ურთიერთობას", - განაცხადა სლუცკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ