ზურიკო დავითაშვილი: მსოფლიოა განსაცდელში და ჩემს პრობლემაზე ლაპარაკი უხერხულია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ინტერვიუ სპორტულ გაზეთ "ლელოს" მისცა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილს გთავაზობთ:

რუსეთი იყო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, სადაც ვარჯიშები და თამაშები შეაჩერეს. ამ დროს მთელ მსოფლიოში პანდემია გამოცხადებული იყო - ასეთ გარემოში ვარჯიში იოლი არ იქნებოდა...
- ამიტომაც გაჩერდნენ, სხვა გამოსავალი არ იყო. ყველა იმაზე ფიქრობდა, რაზეც მთელი მსოფლიო. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, რთული იყო. შენ ვალდებული ხარ, ის გააკეთო, რასაც გუნდი გავალებს. როდესაც გუნდი ვარჯიშობს, შენ სხვა გამოსავალი არ
გაქვს, მაგრამ საბოლოოდ, შეჩერდნენ და სწორიც ქნეს, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია.

- ამ ყველაფერს ხელფასების შემცირება დაემატა. თქვენ რამდენი პროცენტი მოგაკლდათ?

- გუნდში ყველას 50 პროცენტი მოაკლდა, სანამ პანდემია ჩაივლის და ჩვენ გამონაკლისები არ ვართ.

- რუსული გამოცემების ცნობით, ქართველებმა ამით ყველაზე მეტად იზარალეთ, რადგან ხელფასებს რუბლებში იღებდით, რომლის კურსიც საგრძნობლად დაეცა...
- ეს მომენტიც იყო, მაგრამ ახლა ისეთი რამ ხდება, მთელი მსოფლიო განსაცდელშია და ამის შემდეგ ჩემს პრობლემაზე ლაპარაკი უხერხულია.

- ახლა ვერც ვარჯიშობთ, ვერც თამაშობთ და ელემენტარულად, ქუჩაში თავისუფლადაც ვერ გადიხარ. ფაქტობრივად, ყველანი ციხეში ჩავიკეტეთ - ასეთ ცხოვრებას როგორ შეეგუე?

- ძალიან რთული ასატანია, რადგან მოძრაობა, ვარჯიში და თამაში მენატრება. დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, როგორც ტრავმის დროს მქონდა - ფეხბურთი მენატრებოდა და ერთი სული მქონდა, მოედანზე გავსულიყავი, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ახლა იმხელა პაუზა გამოგვივიდა, წარმოდგენა არ მაქვს, სეზონი როგორ დასრულდება და ახალი როდის დაიწყება, საერთოდ, რა მოხდება. არადა, მოედანზე გასვლა და ფეხბურთისგან მიღებული ემოციები მომენატრა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ხილვა Lelo.ge- შეგიძლიათ

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიკვირს ის რომ ჟურნალისტები ამდენ ყურადღებას აქცევენ ამ საშუალო ნიჭის მქონე ფეხბურთელს.
ხვიჩა
11 აპრილი 2020 17:25
1
ყველა წარმატებული ქართველი თავის ხალხისთვის ამ მძიმე დროს რაღაცას მაინც აკეთებს,გარდა ფაჩულიასი,ამ დროს ფაჩულია სხვას მოუწოდებს გაიღონ თვითონ კი ოფიციალური მილიონერია,
lado
11 აპრილი 2020 16:33
0
ამას არაუშავს როგორც ფეხბურთელს,ბოლომდე იხარჯება,ნიჭი რომ ქონდეს კარგი ფეხბურთელი იქნება,
გელა
11 აპრილი 2020 01:14
13
ერთხელ მაინც თუ გენახოს ამის თამაში მე ვიყო კორონა. ამას არ აქვს საფეხბურთო ნიჭი და პორტუგალიელ პეპეს აქვს?
:-)
11 აპრილი 2020 15:36
2
ამ კაცს დიდი მომავალი ჰქონდა, თავისუფლად შეეძლო ბარსელონაში ეთამაშა, ან მადრიდში, თუნდაც წყალტუბოში, ბურთი, თუ ექნებოდა, ეხლა კი დარჩა უბურთოდ. ამბობენ ზურიკოს ბურთი, მეზობლის ფანჯარას შეეწირაო, ნუთუ ჯაჯღანა ჯემალამ დაუჭრა ტოოო? მა საცემი არ არის, ეგ გნიდა???
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
10 აპრილი 2020 22:18
12
აღარ იხუმრო, გთხოვ
ემრე
11 აპრილი 2020 13:16
0
გელა ნუგზარაშვილი ნაკრებში!
მიდი გელა!
11 აპრილი 2020 11:37
1
ზურიკო ნიჭიერი ფეხბურთელია და კარგი მომავალიც აქვს
დააბრუნეთ გელა ნუგზარაშვილი ნაკრებში!
10 აპრილი 2020 18:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული