BBC ქეცბაიაზე: ეს ფეხბურთის ისტორიაში გოლის ყველაზე აგრესიული აღნიშვნა იყო [VIDEO]

AutoSharing Option
ბრიტანეთის ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ საკუთარ ვებგვერდზე გოლის ყველაზე გამორჩეული აღნიშვნები გაიხსენა და სტატიაში  თემურ ქეცბაიას ცნობილი მოქმედებაც შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:

"ეს აღნიშვნა იმდენად არის გაკერპებული, რომ სწორედ ამ მოქმედებით ახსოვთ თემურ ქეცბაია მთელ ინგლისში. 1998 წლის იანვარში გამართული შეხვედრის ბოლო წუთზე "ნიუკასლის" მაისურით "ბოლტონის" კარში გატანილი გოლის შემდეგ ქართველმა მაისური გულშემატკივრებში მოისროლა და ბუცების გახდას ცდილობდა, იქამდე კი გამეტებით ურტყამდა სარეკლამო ბანერებს და თანაგუნდელმა ფილიპ ალბერტმაც ვერ შეუშალა ხელი.

იმისათვის, რომ ქეცბაიას თამაშის დასრულება შეძლებოდა,
თავად ალან შირერი გახდა იძულებული, ქართველის მაისური ფანებისაგან დაებრუნებინა. ალბათ, ეს ფეხბურთის ისტორიაში გოლის ყველაზე აგრესიული აღნიშვნა იყო.


თემურ ქეცბაია "ნიუკასლ იუნაიტედში" 1997 წელს, 29 წლის ასაკში ათენის "აეკიდან" გადავიდა და გუნდში 3 წელი დაჰყო. ამის შემდეგ 1 სეზონი "ვულვერჰემპტონში" გაატარა, 1 - "დანდიში" და 2002 წლიდან კარიერის დასრულებამდე (2006 წ.) ფამაგუსტის "ანორთოსისის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ათამაშებდნენ ამ დროს ძირითადში და მაგის გამოხატულებაა ეგ აგრესია.არადა მაგარ ფორმაში იყო.
Baggio
15 მაისი 2020 17:45
0
ნორმალური საქციელია ახლა ეს?
ოზეკი
22 აპრილი 2020 16:58
2
არ არის ნორმალური,მაგრამ როცა ზედიზედ 7-8 თამაში,შეცვლაზე გიშვებს,ბოლო 10 წუთი და ყოველ თამაშში,მაინც გოლი გაგაქვს. ძირითადში კი მაინც არ გაყენებენ.ეს ნორმალურია?
სოსო
23 აპრილი 2020 13:11
0
ყველაზე კარგი იყო 1995-2005 წლებში.. თამაშით. შედეგით,კი მიშას კალა
გრიშო
21 აპრილი 2020 23:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული