ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
დავით 67 ორ წელია მიმტკიცებ, რომ შოთა არველაძე არ არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავმდამსხმელი. ახლა, რომ მიხვდი შეცდი უცბად "გადააბრუნე პლასტინკა" საუკეთესო ფეხბურთელზე დაიწყე საუბარი??? :))))) ნუ ეშმაკობ.
....
05 იანვარი 2022 05:59
0
და კიდევ. მე საერთოდ არც ჩემს და არც სხვის კომენტარებზე დისლაიქ-ლაიქებს არ ვწერ. პოლიტიკურ სტატიებზე კომენტარების დადებისას სულ მაგას ვიხვეწები რომ ეს გაუქმდეს, რადგან ამოქმედდებიან ტროლების მანქანები, როგორც ოპოზიციური, ასევე პოზიციური. და ამით ყალბი აზრი იქმნება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან!
დავით 67
06 იანვარი 2022 03:02
0
ეხლა გადავხედე შენს კომენტარებს. კი ბატონო მართლა ასე გიწერია ბომბარდირი და თავდამსხმელი.( არა ფეხბურთელი, როგორც მე ვამბობდი ) მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის და კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ რომ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს საუკეთესო თავდამსხმელობას!
დავით 67
06 იანვარი 2022 02:56
0
დავით 67 ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს შენზე დიზლაიკს იმდენს დავაწერინებ ვერ მოთვლი. არ ვკადრულობ...! საზოგადოებამ იცის, რომ მცდარია შენი ნააზრევი. ცუდად მიცნობ, გუშინ საღამოს პურს ვჭამდი რამოდენმე ჩემს მეგობართან ერთად, შოთას თავდამსხმელობის თემაზე ითქვა ის რასაც მე ვამბობ! ყველა სპორტსმენია. დიზლაიკები არ მაშინებს. შენს მსგავსად, ვინც არასწორად მსჯელობს, კარგა ხანია აქ ბევრ დიზლაიკს მიწერენ ხოლმე, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ პირიქით ხდება... :) შენ მაგას რავა იზამ .I. :)))
....
05 იანვარი 2022 04:27
1
ეხლა რა გინდა მითხრა, რომ მე ვინმეს დისლაიქებს დავაწერინებ? ასეთი ავადმყოფური აზროვნება რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ვერ ვხდები!რადგან თავდამსხმელობაზე აკეთებ აქცენტს, არველაძე ბევრად ჩამოუვარდება ბორის პაიჭაძეს, მიხეილ მესხს, მეტრეველს, რამაზ შენგელიას და ა.შ. კიდევ გიმეორებ ბევრი გოლის გამტანი ვერ იქნება ვერც საუკეთესო ფეხბურთელი (ზოგ კომენტარში ასე სწერ!მე არ მომიგონია) და ვერც საუკეთესო თავდამსხმელი. გამოკითხვა რომ ჩაატარო, ადვილად დარწმუნდები თუ ვინ მეტ ხმას მიიღებს, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები თუ შენი თავის თავზე შეყვარებული არველაძე!
ერთი კითხვაზე გამეცი პასუხი.მიროსლავ კლოზე არის თუ არა გერმანიის და ასევე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი.??? გამეცი პასუხი და მერე ერთად ვიცინოთ
დავით 67
06 იანვარი 2022 02:48
0
დამშვიდდით, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი იყო არა შენგელია, ან არველაძე არამედ ბორის პაიჭაძე.
შაკო
04 იანვარი 2022 12:16
2
შაკო - 1990 წლებში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ამბობდა (თბილსის დინამოს მწრვთნელი, შემდგომ საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა) ქართყველებს მენტალიტეტი არ გივარგათო.ძნელია არ დაეთანხმო... მსოფლიოს საფეხბურთო ქვეყნებში თავდასხმელებს აფასებენ მისი გატანილი გოლების რაოდენობით და არა კაი კაცობით!!! არ გვინდა საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინება, ქვეყანაში კერპთაყვანისცემლობის დანერგვა !!!
....
04 იანვარი 2022 18:42
1
დავით 67 .I. -თავდამსხმელის მიერ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობას??? :)))
-აქ დავამთავრე შენთან საუბარი...
....
04 იანვარი 2022 10:21
4
დავით 67- რა ჯუტი ვინმე ყოფილხარ??? თავდასხმელებზე ვსაუბრობთ და არა ფეხბურთელზე!!! კიდევ ერთხელ გიმეორებ, თავდასხმელი მსოფლიოს საფეხბურთო ქვეყნებში ფასდება მისი გატანილი გოლები რაოდენებით!!! გატყობ ჩემი ჯინი გაქვს. გინდა რაღაც დამიმტკიცო, მაგრამ ვერ ხვდები, რომ დიდ სისულელეს წერ!!! რეალობას აცდენილი კაცი ხარ!!!
....
05 იანვარი 2022 03:39
0
....-ს! ძალიან კარგი თუ დაამთავრე! სამწუხაროა ის რომ რას ვწერ იმას ვერ იგებ! უამრავი მიზეზი ჩამოგითვალე თუ რატომ ვერ იქნება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, შენ მაინც შენსას აწვები. დიახ ბატონო ბევრი გოლის გატანა საუკეთესო ბომბარდირობას ნიშნავს,მაგრამ არა საუკეთესო ფეხბურთელობას! ამას ათასჯერ გაგიმეორებ და უმეტესობა დამეთანხმება ,თანაც დიდი "ატრივით ".შენი ლოგიკით საუკეთესო ფეხბურთელად( ყველა დროის) მიროსლავ კლოზე უნდა აღიარონ გერმანიაში, რადგან მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თანაც მუნდიალზე. ასევე საფრანგეთში ფონტენი არა?რის ზიდანი,რა პლატინი არა? მოკლედ ნურა შეწუხდები რა კომენტარისთვის!
დავით 67
05 იანვარი 2022 01:18
1
ყველა გამოხმაურება
ქართული ფეხბურთის ფანი ყოფილხარ თურმე :)) ალბათ ქართულის ნაცვლად გინდოდა დაგეწერა რუსული. რუსეთთან რომ არცერთი თამაში არ ითამაშა არველაძემ და ერთი თამაშის დაწყებამდე საერთოდ რომ გაიქცა საქართველოდან გეცოდინება ალბათ!
ზვიადი
04 იანვარი 2022 04:17
1
ზვიადი - ფაქტი ჯიუტი რამეა, მაგრამ ვერ გამიგია თქვენ რატომ ჯიუტობთ! გარკვევით ვწერ (ვინ წერს არ აქვს მნიშვნელობა), შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ევროსათასო მატჩებში ყველა დროის ქართველ თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი. თავდასხმელის თამაში სხვა მეტად როგორ უნდა შეფასდეს??? დალოცვილებო, დაწყევლილები ხომ არა ხართ - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდესო???

....
04 იანვარი 2022 05:33
0
დავით 67 .I.
....
04 იანვარი 2022 04:16
0
SILVERMARCS სავსებით გეთანხმებით! როგორ შეიძლება თავდასხმელი აქო და ადიდო, ვისაც 7 წლის მანძილზე დინამოში არაფერი არ გაუკეთებაია 1982-1989 წლებში, საბჭოთა ნაკრებშიც არ იწვევდნენ ამ ხნის მანძიილზე! ეს ხალხი სტადიოზე ალბათ მარტო სემიჩკის საჭმელად დადიოდა!!! მახსენდება 1982 წლის თასების თასის ნახევარფინალურ ორრ მატჩში ბელგიის სტანდარტთან რამაზ შენგელიას უსუსური თამაში და სრული ფიასკო!!! რაც გააგრძელა კარიერის დასრულებამდე, 1989 წლამდე!!! ამაზე რატომ არავინ არაფერს წერს, 7 წელი ხომ საკმაო დროა თავდასხმელის თამაშის შესაფასებლად!!!
....
04 იანვარი 2022 00:34
2
25-26 წლის თავდამსხმელი. ამ ასაკში ძლიერად უნდა თამაშობდეს, პროგრესირებდეს!!! რამაზ შენგელიას კი პირიქით, რეგრესი დაეწყო 25 წლის ასაკში, ისე რომ ტრამვა არ მიუღია!!! წერთ აქ თქვენს უტვინოდ ნააზრევს!!!
....
04 იანვარი 2022 10:47
0
ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რამაზ შენგელიამ გოლი გაუტანა შოტლანდიის ძალზედ სუსტ ნაკრებს, ისიც მოწინააღმდეგის მცველების აშკარა შეცდობის შემდგ. სულ ეს იყო. ამის შემდეგ დაიწყო რამაზ შენგელიას საფეხბურთო კარიერის დაღმასვლა!
....
04 იანვარი 2022 07:56
1
ყველა გამოხმაურება
სხვაგან შეიძლება ბრწყინავდა, მაგრამ ნაკრებში იყო "მაზილა".
ასა
03 იანვარი 2022 21:07
6
ღმერთმა აცხონოს რამაზ შენგელია, მაგრამ ყიფიანის დარასელიას გუცაევის თამააშის ბოლო ფაზა იყო და ის რაც ევალებოდა ხუთიანზე იცოდა! ძალიან საშიში ფორვარდი იყო იმ გუნდში! არველაძე კი სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, გენიალური ყველა კომპონენტში!
SILVERMARCS
03 იანვარი 2022 18:31
3
100%
....
03 იანვარი 2022 23:41
0
ყველაზე დიდი ქართველი ფორვარდი იყო რამაზ შენგელია!!!
არველაძეს ჰყავდა ლაუდრუპი, ლიტმანენი და ა. შ. გაცილებით მეტი მაღალი დონის ვარსკვლავი ვიდრე შენგელიას. მაგრამ არველაძეს არასოდეს გაუტანია იმდენი და იმ ხარისხის გუნდების წინააღმდეგ გოლები რაც შენგელიას!!!
ზურა
03 იანვარი 2022 17:26
11
1982 წლიდან 1989 წლამდე, დავით ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ რამაზ შენგელიას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია დინამოში!!! საჭიოთა კავშირის ნაკრებშიც კი არ იწვევდნენ!!! ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!!!
....
03 იანვარი 2022 19:01
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული