ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
არველაძის პირად ფანებს შევახსენებ რომ ლაუდრუპისა და ლიტმანენის გარეშე პრიმერაში გაიტანა 0 გოლი!
ეს იმიტომ დავწერე რომ იმსახურებთ შენგელიას შეურაცხყოფის გამო!

შოთა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის საუკეთესო თავდამსხმელი ყოველ მიზეზს გარეშე (ხოდა ნუ გვიკვირს ვეტაფერს რომ ვერ ვაღწევთ).

შოთას შეეძლო მართლაც ერის ფეხბურთელი გამხდარიყო მაგრამ არ ქნა და თუ რატომ მოიქცა ასე მარტო მაგას თუ ეცოდინება. ნაკრებშიც ისე რომ ეთამაშა როგორც აიაქსში უფრო დიდ სახელს დატოვებდა როგორც ევროპაში ასევე მსოფლიოშიც.
ზვიადი
03 იანვარი 2022 17:24
4
მე ქართული ფეხბურთის ფანი ვარ! შენ კი ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!
....
03 იანვარი 2022 19:11
3
შოთამ ლევანტეში სულ ორი სამი თამაში ჩაატარა ისიც შეცვლაზე რა ნოლ გოლზე საუბრობ?შოთას ტრამვების გამო ორი სამი წელი გაუცდა ჯამში.მაგრამ სხვებივით ყურები არ ჩამოუყრია და შედგა როგორც ფეხბურთელი.ამაზეა საუბარი თორემ შენგელიას რატომ უნდა შეადარო სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები იყვნენ
Master
03 იანვარი 2022 18:02
2
შოთა არველაძე არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელი. სხვებისგან განსცვავებით მან მარტომ მიაღწია თავის დიდ წარმატებას.ევროსათასო მარტჩებში ყვლა დროის ქართველ თავდასხმელებზე მეტი გოლი აქვს გატანილ! ყველგან ლიდერი იყო სადაც კი უთამაშია! ბურთის ფლობის უზადო ტექნიკითა და ინდივიდუალური ოსტარობით მარტოს შეეძლო გადაეწყვიტა მატჩის ბედი, რაც არაერთხელ გაუკეთებია თავისი კარიერის ბოლომდე, 34 წლის ასაკამდე! რამაზ შენგელიამ კი გაიბრწყინა ვარსკლავებით დაკოპლექტებულ დინამოში!დათო ყიფიანის გუნდიდამ წასვლის შემდეგ, შენგელიას მოედანზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა! აჩრდილი იყო თავისი თავის,1982 წლიდან 1989 წლამდე, მისი კარიერის დასრულებამდე. ეს ხომ ფაქტია!
....
03 იანვარი 2022 16:33
11
შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! ევროსათასო მატჩებში ყველა დროის ქართველ თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! თავდასხმელის თამაში სხვა მეტი როგორ უნდა შეფასდეს???
....
04 იანვარი 2022 04:12
1
ვისი კომენტარის არ უნდა იყოს, აქ რომ დიზლაიკს დაწერ,ფეხბურთს გაგებაში არა ხარ. გასაგებია რომ რამაზ შენგელიამ კარგად ითამაშა გარკვეული პერიოდო, როდესაც დინამოში თამაშობდნენ ვარსკვლავები, მათი გუნდიდან წასვლის შემდეგ კი რამაზ შენგელიას თამაში, შვიდი წლის მანძილზე არ იყო ისეთი როგორც ადრე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს ხომ ფაქტია. აქ საკამათო რა არის??? თქვენ ხართ ფეხბურთელზე ფანატიკურად შეყვარებული, რის გამოც რეალობას სცდებით!!!
....
04 იანვარი 2022 01:46
1
ყველა გამოხმაურება
შენგელიას გოლის გატანის ალღო კი ქონდა კარგი, მაგრამ მთავარი მაინც ყიფიანი იყო, რომელიც უზადო საგოლე მომენტებს უქმნიდა, და აბა კაი ბიჭი იყავი და არ გაგეტანა. ყიფიანმა შექმნა შენგელია. ძველი თაობა ვარ და ვიცი.
ბადრი
03 იანვარი 2022 14:39
3
კრუიფის, ბეკენბაუერის და გერდ მიულერის ეპოქაში "ოქროს ბურთის" დათრევა მარტივი არ არის. ბლოხინის გატანილი გოლი ნახეთ მიუხენის "ბავარიასთან" და ყველაფერს მიხვდებით, ოთხ მცველზე მარტო წავიდა შეგნებულად და რასაც ქვია ბურთი თავზე დაახია ბეკემბაუერს და შვარცენბეკს...
ზოგადად, შენგელიას და ბლოხინის შედარებაც არც შეიძლება, ვინაიდან რამაზი ერთი შეხების ფეხბურთელი იყო, ხოლო ბლოხინი გოლის შემქმნელიც და გამტანიც.
goga
03 იანვარი 2022 13:23
2
ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო შოთა, სამწუხაროა რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოს ასეთი დონის ვარსკვლავი არ ყოლია.
გია
03 იანვარი 2022 13:23
1
შენგელიაც და არველაძეც ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ნათელია, რომ კომენტარების ავტორებს არც მეტრეველის თამაში უნახავთ და არც მესხის.
თენგო
03 იანვარი 2022 12:37
0
Shoti sauketesoa damoukidebel saqartveloshi. Magram shotis da shengelias shedareba ar sheidzleba. Shotis ar utamashia iseti kalibris gundshi rogoric imdroindeli dinamo iyo. Ar gegonot rom shotis winaaghmdegi var piriqit qartveli fexburtelebidan yvelaze metad miyvars magram faqtia ver gaqacha umaghles donemde.
Shoti
03 იანვარი 2022 12:35
6
პირიქით, შაოთა არველაძემ მარტომ მიაღწია თავის ყველა წარმატებას! რამაზ შენგელიამ კი გაიბრწყინა ვარსკლავებით დაკოპლექტებულ დინამოში!დათო ყიფიანის გუნდიდამ წასვლის შემდეგ შენგელიას მოედანზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა! აჩრდილი იყო თავისი თავის,1982 წლიდან 1989 წლამდე, მისი კარიერის დასრულებამდე.
....
03 იანვარი 2022 15:48
6
ახალ წელს გილოცავთ! )
100%
03 იანვარი 2022 12:28
0
საბჭოთა კავშირში ოლეგ ბლოხინი იყო ფეხბურთის მეფე! მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის უვიცს შეუძლია,თავისი დაუკვირვებლობით, შენგელია ამჯობინოს ან შეადაროს ბლოხინს!!!
.... 64
23 მაისი 2020 12:12
18
დავით 67-შე მართლა ფეხბურთის უვიცო-საუკეთესოდ ჯერ შენგელიას ასახელებ
შემდეგ ბლიხინს და ბოლოს შევჩენკოს??? :)))
.... 64
23 მაისი 2020 08:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული