ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

AutoSharing Option
ყაზახური Meta-ratings.kz-ის მიხედვით, კოსტანაის "ტობოლმა" საკუთარ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ხელფასები კორონავირუსის პანდემიის გამო მეოთხედით შეუმცირა.

გამოცემის ცნობით, თავიდან კლუბი ხელფასების განახევრებას აპირებდა, თუმცა მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი ასეთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ და ბოლოს, მხარეები 25%-ზე შეთანხმდნენ. ამას გარდა, წყარო წერს, რომ ამ წელს "ტობოლის" ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა.

ყაზახეთის ჩემპიონატმა სტარტი ამა წლის მარტში აიღო, თუმცა კორონავირუსის გამო შეჩერდა. ამ ეტაპისთვის "ტობოლი" 2 ტურის შემდეგ მოპოვებული 4 ქულით ყაზახეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

ყაზახური კლუბის ღირსებას 3 ქართველი
იცავს - ლუკა ზარანდია, ნიკა კვეკვესკირი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

ასევე დაგაინტერესებთ